თამთა ჩაჩანიძე
(21.05.2025)

"მსურველთა კოალიციის" გეგმები ჯერ დასრულებული არაა, თუმცა ქვეყნები მზად არიან პრაქტიკული ნაბიჯები გადადგან და საკუთარი წვლილი შეიტანონ უკრაინის და მთლიანი ევროპის თავდაცვის საქმეში, ამ მხრივ განსაკუთრებით საფრანგეთის როლი იზრდება, ამას მოსკოვიც აღნიშნავს და ფრანგების აქტიურობით განსაკუთრებით აღშფოთებულია.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ევროპა ყველა სცენარისთვის ემზადება, მათ შორის იმ სცენარისთვის, თუ აშშ-ს პრეზიდენტი დოლანდ ტრამპი ვერ შეძლებს რუსეთის დათანხმება-შეჩერებას და ფორმატიდან გავა. მათი შეფასებით, შესაძლოა საფრანგეთი გახდეს გერმანიასთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად კოალიციის ლიდერი.

თუმცაღა, ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევენ იმასაც, რომ აშშ საბოლოოდ შუამავლობიდან გავიდეს და თავდაცვით სფეროში უკრაინის დახმარებაზე უარი თქვას.

ამის პარალელურად, ევროკავშირმა 20 მაისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო, რომელიც 17 ფიზიკურ პირსა და 58 კომპანიას მოიცავს. ამასთან, სასანქციო სიას დაემატა „ჩრდილოვანი ფლოტის" 200-მდე გემი. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კიდევ უფრო მძიმე სანქციების შემცველი მე-18 პაკეტი მზადდება.

საფრანგეთი, როგორც ევროპის უსაფრთხოების ლიდერი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროპა ყველა სცენარისთვის ემზადება, მათ შორის იმისთვის, თუ აშშ ფორმატიდან გავიდა, ამ შემთხვევაში კი საფრანგეთს ექნება ერთ-ერთი მთავარი როლი.

"შესაძლოა საფრანგეთი გახდეს უკრაინის მხარდაჭერის კუთხით დასავლური კოალიციის ლიდერი. მარია ზახაროვამაც თქვა, რომ საფრანგეთი ჩაუდგა სათავეშიო. ევროპა ყველა სცენარისთვის ემზადება და საკუთარ პოტენციალს ზრდის, იმ შემთხვევისთვისაც ემზდება თუ აშშ-მა უკრაინის დახმარება და ევროპაში საკუთარი ყოფნა შეამცირა. ევროკავშირის ფარგლებში 800 მილიარდიანი თავდაცვითი ფონდი იქმნება.

"ევროკავშირის ფარგლებში ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალები საფრნგეთს ჰყავს და ერთადერთი ბირთვული სახელმწიფოა ბლოკში. გერმანიას რაც შეეხება, ის თავდაცვის პოტენციალს ზრდის და სხვადასხვა მონაცემებით 50 მილიარდ ევროს გადააჭარდბებს. პლუს, სამხედრო ტექნოლოგიის სფეროში ახალი ინვესტიციების დაბანდებას აპირებს და არ გამოვრიცხავ, რომ საფრანგეთ-გერმანიამ დიდ ბრიტანეთთან ერთად, წამყვანი როლი შეასრულონ ევროპის უსაფრთხოების საქმეში.

"ჯერჯერობით გაურკვეველია ამერიკის როლი, თუ ტრამპის ადმინისტრაცია საბოლოოდ დარწმუნდება იმაში, რომ პუტინი იმის შეწყეტას არ აპირებს, შესაძლოა გაზარდოს კიდეც უკრაინის დახმარება.

თუმცა, ყველა შემთხვევაში, ევროპა დარწმუნდა იმაში, რომ თავიანთი თავდაცვის პოტენციალი უნდა გაზარდონ. დღეს ევროპაში დისლოცორებულია სადღაც 60-70 ათასამდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, თუმცა შესაძლოა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, მათი რიცხვი შემცირდეს და ამიტომ ევროპამ უნდა გააძლიეროს საკუთარი თავდაცვითი პოტენციალი, რომელიც რუსეთთან უფრო ახლოს იმყოფება.

"თუ ცივი ომის დროს, ევროპა ამერიკის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ იყო და ევროპაში 300 ათასამდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მსახურობდა და ნატოს რამდენიმე სახელწიფო გამოყოფდა მშპ-ს 2%-ზე მეტს თავდაცვის სფეროზე, დღეს სიტუაცია სხვანაირია. ტრამპის პოლიტიკა ცოტა არაპროგნოზირებადია - იცის, რომ პუტინს მშვიდობა არ სურს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის თითქოს ცდილობს ჩინეთის საპირწონედ რუსეთს დაუახლოვდეს, რაც არასწორად მიმაჩნია",- განაცხადა ჩიტაძემ.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ საფრანგეთი ფაქტიურად ლიდერი სახელმწიფო ხდება ევროპისა და უკრაინის თავდაცვის საქმეში.

"საფრანგეთი ფაქტიურად ლიდერი სახელწიფო ხდება უკრაინისა და მთლიანი ევროპის თავდაცვის მხარდაჭერის კუთხით. ტრამპის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაურკვეველი გახდა. ტრამპი კი უჭერს მხარს უკრაინას და ეხმარება კიდეც, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს რა სახეს მიიღებს ბუნდოვანია და ამ კუთხით, როგორც ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფო გახდება ერთგვარი წამყვანი ძალა.

"გარდა საფრანგეთისა, იქნება გერმანია - ქვეყნის კანცლერი უკრაინის მხარდაჭერის კუთხით ძალიან პრინციპულადაა განწყობილი, ასევე პოლონეთი. ევროკავშირის გარეთ, ყველა ვარიანტში დიდი ბრიტანეთი იქნება. ეს ალიანსი იქმნება არა მხოლოდ უკრაინის, არემდ მთლიანი ევრიპის თავდაცვისთვის მოსალოდნელი საფრთხეებისგან თავის არიდებისთვის.

"საუბარია ევროპის ეგიდით თავდაცვითი ალიანსის შექმნაზე, რომელიც უფრო ძლიერი იქნება, რადგან ნატო-სთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია ცოტა გაურკვეველია და ამიტომ ევროპა და ბრიტანეთი პირდაპირ თავდაცვით ალიანსს შექმნიან, რომელიც იქნება უკრაინისა და მთლიანი ევროპის თავდაცვისთვის.

ესმით, რომ თუ უკრაინაში რუსეთის შეჩერება ვერ მოხერხდა, რუსეთი ყველა ვარიანტში ბალტიის სახელწიფოებისა და სკანდინავიის წინააღმდეგ წავა.

"როცა პუტინი საქართველოში შემოიჭრა და არავინ ხმა არ გასცა, მერე დაესხა უკრაინას, დაიკავა ყირიმი და ამაზეც რომ სათანადო რეაგირება არ იყო, მერე საერთოდაც შეიჭრა უკრაინაში და ეს სამი წელი რაც ხდება, ყველა კარგად ვხედავთ",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან".

უკრაინისა და რუსეთის პოზიცია

"ვესაუბრე საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს. ეს იყო ძალიან შინაარსიანი საუბარი", - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

„ვაგრძელებთ გადაწყვეტილებების მომზადებას „მსურველთა კოალიციის" ფარგლებში - ყველაფერი უფრო პრაქტიკული ხდება", - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, ემანუელ მაკრონთან საუბრისას უკრაინის არმიის მიმართ მხარდაჭერა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და უკრაინაში იარაღის წარმოება განიხილეს.

„განვიხილეთ ჩვენი არმიის მიმართ მხარდაჭერა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და უკრაინაში ჩვენი შიდა იარაღის წარმოება. რა თქმა უნდა, ასევე გვქონდა სიღრმისეული საუბარი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებსა და კოორდინაციაზე", - წერს ზელენსკი.

საფრანგეთის აქტიურობით აღშფოთებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, უწყების პრესსპიკერის მარია ზახაროვას თქმით, "საფრანგეთი სათავეში ჩაუდგა დასავლეთის ომის პარტიას".

„ბოლო თვეების განმავლობაში, ფრანგები, ფაქტობრივად, სათავეში ჩაუდგნენ დასავლეთის ომის პარტიას არა მხოლოდ კიევის რეჟიმისთვის ყოვლისმომცველი დახმარების გაწევით, არამედ, ხედავთ, უკვე ბრიტანელებთან ერთად ცდილობენ ნეონაცისტური, ავტორიტარული კიევის რეჟიმის მთავარი კურატორისა და სპონსორის როლის მორგებას", - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, ევროკავშირის მიერ მიღებულ ანტირუსულ სანქციების პაკეტებს არაფერი აქვთ საერთო უკრაინაში სიტუაციის მოგვარებასთან - ისინი შეკავების პოლიტიკის და სავაჭრო ომის ელემენტია.

„რა თქმა უნდა, როგორც მოგეხსენებათ, ამ პაკეტებიდან არცერთი არ რჩება რუსული მხარისგან სათანადო რეაგირების გარეშე", - აღნიშნა ზახაროვამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე