რამდენიმე დღეში "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" ამოქმედდება, კანონს ანტიკორუფციული ბიურო აღასრულებს. ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა აქტის განხილვის ფარგლებში, 21 მაისს დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრასაც გამართავს.
კუპრაშვილის თქმით, კანონში არანაირად არ არის საუბარი რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებაზე, პირიქით, ეს "კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს იმ პროექტების წარმოჩენას, რაც დონორი ორგანიზაციების ხელით ხორციელდება".
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ "ფარა" ზუსტად მათ საქმიანობას უპირისპირდება, რაც შემდგომში დააზარალებს მოსახლეობას - "დაუცველად დატოვებენ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს და ქალებს, შეუწყდეთ დაფინანსება მეცნიერებს, ახალგაზრდებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს". მათი თქმით, "ფარა" ე.წ. რუსული კანონის "გადაფუთული ვერსიაა".
ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, კანონი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შემზღუდავია, რაც დემოკრატიულ პრონციპებს ეწინააღმდეგება, ნაწილი კი აცხადებს, რომ სახელწიფომ უნდა იცოდეს გრანტები რაში იხარჯება.
"ფარა" 31 მაისს ამოქმედდება
კანონი, რომელიც ეხება არასამთავრობო და მედიაორგანოზაციებს, "ოცნების" შეფასებით, ამერიკული "ფარა"-ს ქართული ანალოგია, მესამე მოსმენით პარლამენტმა 1-ელ აპრილს მიიღო, ამოქმედებისთვის 60 დღეა გასაზღვრული, მას შემდეგ რაც, პრეზიდენტი ხელს მოაწერს. დოკუმენტზე მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერა კი ასევე 1-ლი აპრილით თარიღდება.
კანონს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები ახლავს თან.
"უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" დარღვევა, გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით, იურიდიული პირი კი ისჯება ჯარიმით. კანონის აღმსრულებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება, რომელმაც აპრილში განაცხადა, რომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი" 2025 წლის 31 მაისიდან ამოქმედდება.
აპრილშივე ცნობილი გახდა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 21 მაისს ტარდება საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანია "კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება".
ამა წლის მარტში არასამთავრობო და მედიაორგანიზაციება სპეციალური განცხადება გაავრცელეს კანონთან დაკავშირებით.
"აშშ-ში მოქმედი „ფარა" დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს", - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს 100-ზე მეტი არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია.
რა ფუნქციას შეასრულებს "ფარა"
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს,რომ "ფარა" არსამათვარობო და მედიაორგანიზაციების შემზღუდავია, რაც დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
"ფარას" უარყოფითად ვაფასებ, რადგან ამით ხდება სამოქალაქო სექტორის შეზღუდვა, რომელიც თავის მხრივ მოიცავს მედიას, კვლევით ცენტრებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. თუნდაც ის ფაქტი, რომ იქ უნდა დარეგისტრირდე, როგორც უცხოური აგენტი, რითაც ფაქტიურად აგენტი გერქმევა.
"1939 წელს "ფარა", რომელიც აშშ-ში შეიქმნა, მიმართული იყო მათ წინააღმდეგ, რომლებიც ნაცისტებს ემსახურებოდნენ და კი ბატონო, იმ დროს ამერიკა თავის ეროვნულ ინტერესებს იცავდა.
დღეს აქ "ფარა" მიმართიულია იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წინაარმდეგ, რომელიც პროდასავლურ პოლიტიკას ატარებენ. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობა შეიზღუდება, რაც დემოკრატიის პრონციპებს ეწინააღმდეგება. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულმა ოგანიზაციებმა ფუნქციონირება შეწყვიტონ, შესაძლოა არ გაუქმნდეს, მაგრამ თუ ისინი გრანტებს ვერ მიიღებენ, პროექტებს ვერ განახორციელებენ და დე ფაქტოდ გაუქმებულები იქნებიან, თუ დე იურედ არა. თუმცაღა, არ გამვრციცხავ, ახლაც რუსული კანონის მსგავსად იგივე რაღაც განმეორდეს, როდესაც ფაქტობროვად უფუნქციო იყო",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი "რეზონანსთან" აცახდებს, რომ სახელმწიფომ უნდა იცოდეს გრანტები რაში იხარჯება.
"კუპრაშვილის განცხადებას სრულიად ვეთანხმები, რადგან სახელმწიფომ უნდა იცოდეს რისთვის შემოდის ეს ე.წ. გრანტები და რაზე იხარჯება. რა არის ამაში ცუდი სახელწიფომ იცოდეს - გრანტი იხარჯება იმისათვის, რომ რევოლუცია მოაწყონ, თუ იმისათვის, რომ მოხმარდეს სოფლის მეურნეობას, გაჭირვებულ ბავშვებს და მედიკამენტების ყიდვას?!
მაგრამ როდესაც იმალება ამა თუ იმ გრანტის მიზანმიმართულება, ჩვენ ძალიან კარგად ვხედავდით ვინ შეიძინა იმდენი ასაფეთქებელი ნივთიერებები, საიდან და როგორ მოხვდა აქციაზე. რატომ იყო იმ პარტიებისა და არასამთავრობოების ოფისებში, ახალ წელს რომ იყენებენ ის პიროტექნიკა? საიდან იძენდნენ მოლოტოვის კოქტეილის დამზადებისთვის საჭირო ნივთიერებებს და ა.შ.
"ეს ყველაფერი აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა იყოს და თუ აშშ-ში ეს აუცილებელია, აუცილებელია იმ ახალ დამოუკიდებლობამიღებული ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ამაში ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ, პირიქით, ეს ძალიან დადებითია, ქვეყნის შემდგომ განვითარებას ძალიან წაადგება და არ იქნება ასობით დამწვარი პოლიციელი, განადგურებული რუსთაველი, იავარქმნილი ქაშუეთი და ა.შ."- განაცხადა გვენეტაძემ.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა, განმეორდეს წინა მაგალითი, როდესაც ე.წ. რუსული კანონი ფაქტიურად უფუნქციო იყო, თავად პრემიერის გადაწყვეტილებით, გვენეტაძემ გვითხრა:
"არ მგონია განმეორდეს, რადგან ახლა სახელმწიფოსათვის ეს აუცილებლობას წარმოადგენს. თუ ისევ განმეორდა, მივიღებთ პიროტექნიკის რევოლუციას, ეს ძალიან ცუდი იქნება, როგორც ქვეყნისთვის, ისე თავად არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
ვხედავთ, რომ ადამიანები, რომლებიც ამას სჩადიოდნენ, უკვე პასუხისმგელობის წინაშე არიან წარდგენილები. ეს ადამიანები იმათ მიერ მოტყუებულები აღმოჩნდნენ, ვინც ახლა რუსთაველზე სეირნობს და ათიათასობით გრანტს იღებს, რადგან ისინი დროს ძალიან კარგად ატარებენ, პატიმრები კი ოთხ კედელში არიან გამოკეტილები და საბოლოო განაჩენს ელიან",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.
რას აცხადებს რაჟდენ კუპრაშვილი
"ფარა-ს კანონში არანაირად არ არის საუბარი რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებაზე, პირიქით, ეს კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს იმ პროექტების წარმოჩენას, რაც დონორი ორგანიზაციების ხელით ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში",- აცხადებს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი.
როგორც კუპრაშვილი აღნიშნავს, „FARA-ს კანონი უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და რაიმე სახის სამუშაოების შეზღუდვასთან არანაირად არ არის კავშირში". მისი თქმით, ბიურო აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით „ყველა დაინტერესებულ მხარესთან" სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებს.
„აქ არანაირად არ არის საუბარი რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებაზე, პირიქით, ეს კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს იმ პროექტების წარმოჩენას, რაც ასე ვთქვათ, დონორი ორგანიზაციების ხელით ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში.
„აგენტის" განმარტება კანონშია მითითებული. ხვალ ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო შეხვედრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ვინაიდან ძალიან დიდი ინტერესი იყო ამ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ჩვენ მოგვიწია სამუშაო შეხვედრების რამდენიმე დღის დამატება", - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე