რეზონანსი
(16.05.2025)

საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ შენგელია „ევროვიზიის" სცენაზე მე-10 ნომრად წარდგა, სიმღერით Freedom.

სამწუხაროდ, მარიამი ევროვიზიის ფინალს გამოეთიშა.

მომღერალი, ნუცა თოფურია მეგობრის გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს: "შენ მაქსიმუმი გააკეთე, ვამაყობ შენით"

ევროვიზია 2025-ზე ოცდაექვსივე ფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია. მათგან ათი ფინალისტი პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი კი მეორე ნახევარფინალიდან გადავიდა. ფინალში ავტომატურად მოხვდნენ „დიდი ხუთეული" და მასპინძელი ქვეყანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე