თამთა ჩაჩანიძე
(12.05.2025)

 „ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, ოპოზიცია არ გაჩერდება, ვიდრე ახალ საპარლამენტო არჩევნებს და კოალიციურ მთავრობას არ მიაღწევს. ანალიტიკოსები "რეზონანსთან" აცხადებენ, რომ "ოცნების" მხრიდან ახალ არჩევნებზე დათანხმება პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასია, ამ მოცემულობით კი, ოპოზიციას ის რესურსი არ აქვს, რომ მმართველ პარტია ამ დათმობაზე წაიყვანოს.

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვლი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მინიმუმ თვითმმართველობის არჩევნებამდე ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ მმართველი პარტია ახალ არჩევნებზე დაფიქრდეს.

„ვფიქრობ, თვითმმართველობის არჩევნებამდე ნაკლებადმოსალოდნელია, რომ ხელისუფლება ამაზე წავიდეს. ყოველ შემთხვევაში, ზეწოლის ის ხარისხი, რაც დღესაა, არ მგონია, რომ ამისთვის საკმარისი იყოს, თუ საკმარისი აღმოჩნდება, ამას რა სჯობს, მაგრამ მეეჭვება. ერთი ვარიანტია, გარედან ძალიან სერიოზული ზეწოლის პირობებში ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალოს, რომ სჯობს ახალა რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს, მაგრამ ის ამაზე რამდენად წავა, ვერ გეტყვით. ამ სიტუაციაში პოლიტიკური

ლოგიამდე, რაც თავის თავში ძალადობასაც მოიაზრებს. ახლა ფიქრობს, რომ მისი მხრიდან ნებისმიერმა უკანდახევამ შეიძლება მისი გარემოცვა ჩამოშალოს და ყველანაირად შეეცდება, რომ არაფერი არ დათმოს."

კითვხვაზე, ოპოზიციას რა რეალური რესურსი, ზურაბიშვილი აცხადებს, რომ

„ის ხალხი, ვისაც ეს ხელისუფლება არ მოსწონს, ბევრად მეტია და ყველა გამოკითხვა ამას აჩვენებს, ვიდრე ის, ვისაც მოსწონს. თუ ოპოზიციამ თავის რესურსით პოზიტიური ალტერნატივის ჩამოყალიბება მოახერხა, ხელისუფლების საქმე არის დამთავრებული, ჩემი აზრით. ოპოზიციის ფლანგზე მთავარი პრობლემაა პოზიტიური ალტერნატივის არარსებობაა."

ანალიტიკოს პეტრე მამრაძისთვის ძნელად წარმოსადგენია, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ხელისუფლება ამ დათმობაზე წავიდეს.

„მე რასაც ვხედავ, ხელისუფლებას აქვს რესურსი, რომ ნორმალური ფუნქციონირება გააგრძელოს, ჩაატაროს ყველა ის არჩევნები, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრულია და ასევე, მეორეს მხრივ ოპოზიციის, სინამდვილეში ანტიეროვნული ძალების მხრიდან ვერ ვხედავ რესუსრსს (და თავადაც ჩივიან, რომ დახმარება შემცირდა), რომ რაღაცნაირი გზით ხელისუფლება აიძულონ ახალ არჩევნებზე, ეს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური თვითმკვლელობა ნამდვილად იქნებოდა. გამოვდივარ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ვითარებიდან.

„ნამდვილად არ მყოფნის ფანტაზია წარმოვიდგინო, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ხელისუფლება ამაზე (ახალ არჩევნებზე) წავიდეს. საერთოდ ეს ხდება მაშინ, როცა ხელისუფლების შიგნით მნიშვნელოვანი განხეთქილებაა. წარმოვიდგინოთ, რომ „ოცნების" პარტიაში მოხდეს განხეთქილება, რომელიც აისახება პარლამენტში განხეთქილებაზე, რის შედეგადაც პარლამენტის მუშაობა დაიბლოკება, მაშინ ხდება კრიზისი, რომელიც შესაბამის მოქმედებას იწვევს. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის თეორიული რამ, მაგრამ არანაირი საფუძველი ეკონომიკური, სოციალური, თუ პოლიტიკური არ არსებობს, რომ ეს განხეთქილება შიგნით გუნდში მოხდეს და არც სჩანს. მაგალითად, სანქციები და დიპლომატიურ პასპორტებზე აკრძალვები ისეთი მნიშვნელოვანი იყოს და ამის გამო თქვან ხელისუფლებაში, რომ აღარ გვინდა, სულ წავალთ პარლამენტიდან, ცალკე პარტიას შევქნით, ამ შემთხვევაში, თეორიულად კი შესაძებელია, მაგრამ დღეს ამის იოტისოდენა საფუძველს ვერ ვხედავ", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.

ეს განცხადება „ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბათუმში გააკეთა, სადაც მისი კოალიციის წევრები მხარდაჭერებს შეხვდნენ.

„დღეს ბათუმში ვართ, ერთ დროს ჩვენს სავიზიტო ბარათად წოდებულ ქალაქში, რომელსაც რუსულმა ოცნებამ ურბანული კატასტროფა მოუწყო. მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, ეს კიდევ ერთი მიზეზია, ქვეყნის მმართველობიდან არალეგიტიმური რუსული ხელისუფლების ჩამოსაშორებლად. ყველაფერი, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს, განვიხილეთ დღეს, მზია ამაღლობელის მშობლიურ ბათუმში და შევთანხმდით, რომ მზიას და სხვა პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად ბრძოლას გავაგრძელებთ ყველა პლატფორმიდან, როგორც საერთაშორისო ტრიბუნიდან, ისე ქუჩიდან! არ გავჩერდებით, სანამ არ მივაღწევთ ახალ არჩევნებს და ეროვნული ძალებისგან შემდგარ კოალიციურ მთავრობას ამ ქვეყანაში!" - განაცხადა ხაზარაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე