რეზონანსი
(08.05.2025)

ვატიკანში ახალი პაპი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კერძოდ, სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი ბოლი ამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კარდინალებმა ახალი რომის პაპი აირჩიეს.

მისი ვინაობა მალე იქნება ცნობილი.

შეგახსენებთ, ვატიკანში 267-ე რომის პაპის ასარჩევად კონკლავი 7 მაისს დაიწყო.

რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე