
უკრაინის უმაღლესმა რადამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აშშ-სა და უკრაინის მთავრობებს შორის გაფორმებულ „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ" შეთანხმებას მხარი 338-მადეპუტატმადაუჭირა.
უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ და აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ" შეთანხმებას ხელი 1-ელ მაისს ვაშინგტონში მოაწერეს.
დოკუმენტის გაფორმების შემდეგ უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ შეთანხმება უკრაინაში გლობალური ინვესტიციების მოზიდვას ითვალისწინებს, ხოლო სკოტ ბესენტის თქმით, ფონდის შექმნა „მიანიშნებს რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგულია სამშვიდობო პროცესისა, რომელიც ორიენტირებულია თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე გრძელვადიან პერსპექტივაში".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრროფესორისა და ანალიტიკოსის, ნიკა ჩიტაძის აზრით, ხელშეკრულებას დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის. მისივე თქმით, მას სამი შემადგენელი ნაწილი გააჩნია.
„ამ ხელშეკრულებას სამი შემადგენელი ნაწილი გააჩნია - გეოპოლიტიკური, სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური. მას შემდეგ, რაც მინერალების შესახებ ხელშეკრულებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის ხელი მოწერა, შესაძლებელია აშშ უფრო დაინტერესებული იყოს უკრაინის სტაბილურობით, ასევე იმით, რომ უკრაინამ აღადგინოს კონტოლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა შეიქმნას წინაპირობა, რომ მინერალები ათვისებული იქნას.
აქედან გამომდინარე შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ დონალდ ტრამპი დათანხმდა უკრაინისთვის 50 მილიონი დოლარის მოცულობის შეიარაღების მიყიდვას. დღეს თუნდაც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა რუსეთი გააკრიტიკა და თქვა, რომ მოსკოვი ბევრს ითხოვსო. არადა ადრე ის განსხვავებული განცხადებებით გამოირჩეოდა.
ამასთან, ტრამპმა ისიც განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით შეიარაღებას მივცემოთო, ანუ იმ 50 მილიონი დოლარის გარდა. აქ ჩანს, რომ დონალდ ტრამპის სიმპათიები და მხადაჭერა უკრაინული მხარისკენ გადაიხარა. ასევე, შესაძლოა ამერიკა დაინტერესებული იყოს იმით, რომ ევროპასაც მიაწოდოს შეიარაღება, ან არ გაიყვანოს ჯარი. როგორც ვიცით, აშშ-ს 65 ათასიანი კონტიგენტი ჰყავს ევროპაში.
რაც შეეხება ეკონომიკურ შემადგენელს, მოგეხსენებათ, ამ ხელშეკრულების მიხედვით შეიქმნება ფონდი. უკრაინა იშვიათ მინერალებს ფლობს, აქედან გამომდინარე შესაძლებელია სხვადასხვა ამერიკულმა კომპანიებმა ინვენსტიციები ჩადოს.
ასე რომ, უკრაინა მიიზიდავს მეტ ინვენსტიციას. თუმცა შესაძლოა ეს ახლო მომავალში არ მოხდეს საომარი მოქმებების გამო, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ განხორციელდეს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



