რეზონანსი
(07.05.2025)

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლის („LIBERTÉ – „თავისუფლება“) გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება:

„რა მაგის პასუხია და მუზეუმები და გალერეები არ მინდა გამოგვრჩეს, მისაკეტია ყველა, სულ ტიტველაქალები და ტიტველაკაცებია კედლებზე გამოკრული. მეტიც, ზოგ-ზოგიერთი გენიოსად შერაცხული კადნიერის ნამუშევრებში საღვთო სცენებშიც კი მოუჩანთ წმინდანთა ფიგურებს კანი, თვით ანგელოზებსაც ფრთებიც კი ვერ უფარავთ სიშიშვლეს.

პოსტის აღქმის ინსტრუქცია: ვხუმრობ“, – დაწერა ფანჯიკიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე