რეზონანსი
(24.04.2025)

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი 39 წლის ქეთი წიქვაძე რეზი არველაძის უფროსს ვაჟს, 31 წლის ნიკა არ­ვე­ლა­ძეს გაჰყვა ცოლად. წყვი­ლის და­ო­ჯა­ხე­ბამ უხ­მა­უ­როდ, ქორ­წი­ლის გა­რე­შე ჩა­ი­ა­რა. მხო­ლოდ ახლა, მსახიობ ნანა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ჟურნალ "სარკესთვის" მიცემული ინ­ტერ­ვი­უ­დან გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე­ე­ბი არ­ვე­ლა­ძე­ებ­თან და­ნა­თე­სავ­დნენ. ნანა ლორთქიფანიძე ქეთი წიქვაძის დედაა.

"მალე მესამე შვილიშვილის ბებია გავხდები. 2 წლის წინ ქეთი ცოლად გაჰყვა ნიკა არველაძეს. ცნობილი ფეხბურთელის, რეზი არველაძისა და დიზაინერ თეონა თავართქილაძის უფროს ვაჟს. ახლა ქეთი ფეხმძიმედ არის. ოქტომბერში ბავშვს ველოდებით. მესამე ბიჭის ბებია გავხდები…“ - აღნიშნა ნანა ლორთქიფანიძემ.

ცნობისთვის, ქეთი 22 წლის იყო, როცა პირ­ვე­ლი ოჯა­ხი შექ­მნა, თუმ­ცა მე­უღ­ლეს მა­ლე­ვე და­შორ­და. მას ორი შვი­ლი ჰყავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე