რეზონანსი
(22.04.2025)

საქართველოს ვიზიტით ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეუთო-ს გენერალური მდივანი 22 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდება, რის შემდეგაც მაკა ბოჭორიშვილი და ფერიდუნ სინირლიოღლუ პრესასთან ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
„ასევე, დაგეგმილია ეუთო-ს გენერალური მდივნის შეხვედრა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან.
ვიზიტის ფარგლებში, ფერიდუნ სინირლიოღლუ, ასევე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



