
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ღაზას სექტორში ბრძოლა გააგრძელოს. მისივე თქმით, ისრაელი არ დაასრულებს ომს „ჰამასის" განადგურებამდე, მძევლების გათავისუფლებამდე და იმის უზრუნველყოფამდე, რომ ღაზას ტერიტორია ისრაელისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდეს, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
ანალიტიკოსების აზრით, ომის დასრულება ვერ ხერხდება, რადგან მხარეები ამისთვის ჯერ მზად არ არიან და შესაბამისად, არცერთი არ ნებდება.
„ომის დასრულება ცოტა არ იყოს რთულია იმიტომ, რომ ჰამასი ცოცხალი თავით არ ნებდება და აგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას. შესაბამისად, ისრაელს აქვს 2023 წლის 7 მარტის ტრაგედიის განცდა", - განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ ისრაელი უზრუნველყოფს იმას, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ჰქონდეს. გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ღაზას ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმებმა 48 საათში 90-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები, იმსხვერპლა.
ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ომის დასრულების პერქსპექტივაზე საუბარი რთულია. როგორც მან აღნიშნა, სანამ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან, ძალიან რთული დილემის წინაშე იქნებიან.
„ომის დასრულება ცოტა არ იყოს რთულია იმიტომ, რომ „ჰამასი" ცოცხალი თავით არ ნებდება და აგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას. შესაბამისად, ისრაელს აქვს 2023 წლის 7 მარტის ტრაგედიის განცდა, რომლის მიხედვითაც, ისარელი „ჰამასს" ბრალს სდებს ამ საშინელი ტრაგედიის განხორცილებაში, სადაც ძალიან ბევრი მშვიდობიანი ადამიანი დაღუპა. აქედან გამომდინარე, ამ ომის ფარგლებში მხარეები ბოლომდე მიდიან, რათა თავიანთი მიზნები აღასრულონ. ასე რომ, სანამ ორივე მხარე სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან, უსაფრთხოების ძალიან სერიოზული დილემა იქნება ახლო აღმოსავლეთში - ისარელს და „ჰამასს", ასევე, მათ სტრატეგიულ მოკავშირეებს შორის.
აქ უფრო იდეოლოგიურ-პოლიტიკური შეუთავსებლობაა მხარეებს შორის. სანამ ორივე აგრძელებენ მოქმედებას, ამ ეტაპზე რთულია წარმოვიდგინოთ ომის დასრულების პერქსპექტივა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



