პროტესტის მონაწილეები აღდგომის დღესასწაულებზეც არ წყვეტენ გამოსვლებს და შაბათ ღამით "დიდ მანიფესტაციას" აანონსებენ. "აღდგომას შევხვდეთ ქაშუეთთან"- წერია აქციის ანონსში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ შეკრება დაიწყება რუსთაველიზ გამზირზე 19 აპრილს 22:00 საათიდან.
"შაბათს, 22:00-დან ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიასთან. ერთად შევხვდეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ამასთან ერთად 21:00-დან პირველი სკოლის წინ შევაგროვებთ წერილებს და საჩუქრებს სინდისის პატიმრებისთვის", - წერენ ჯგუფში "დაიტოვვე"
ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ აღდგომის დღესასწაულის ღამისთევაზე ქაშუეთის ეკლესიაში ასევე შეიკრიბებიან მორწმუნეები და იმედს გამოთქვამს, რომ "ეკლესიაში შეკრებილი მორწმუნეების ინტერესები და აღმსარებლობის თავისუფლება არ დაზიანდება".
"წინა ე.წ. მასობრივ პროტესტებს რომ გადავხედოთ, ეს იქნებოდა ახალი წლის დღესასწაული, შობა, თუ სხვა, ესაა ტოტალურად ფსევდორელიგიური აღნიშნვნა, სადაც თავის წარმოჩენა სურთ მართლმადიდებლებად, ეკლესიურებად და პატრიოტებად და ამ დროს, ამ ბინძურ სპექტაკლში წარმოდგენილია პოლიტიკური მდგენელები, ასევე ჭინკური ვუდუ ელემენტები, პოლიტიკური ლოზუნგები ევროპისკენ სვლაზე და ა.შ. ანუ სრული სოციალურ-პოლიტიკური აჯაფასნდალი, რომელსაც გუნდრუკს უკმევენ ევროპელი უსინდისო ქვეყნების წარმომადგენლები, თავისი დაფინანსებით და კანონდარღვევებზე დუმილით.
"ახლაც ზუსტად იგივე იქნება აღმდგომის ღამეს, შეიკრიბებიან, სანთლებს აანთებენ, კვერცხს გატეხავენ. ვითომ ილოცებენ, ამ დროს იყრანტალებენ, იყვირებენ, დაუსტვენენ, ბევრი მათგანი არაფხიზელ მდგომარეობაში იქნება და მინდა ვისურვო, რომ ამჯერადაც სამართალდამცველები კანონიერად იმოქმედებენ, ისე ფაქიზად, რომ მაგალითად ქაშუეთის ეკლესიაში შეკრებილი მორწმუნეების ინტერესები და აღმსარებლობის თავისუფლება არ დაზიანდეს. ნაცსაჭინკეთი ერთია და ნამდვილი ეკლესიურობა და აღდგომის რეალურად ეკლესიურად აღნიშვნა კიდევ სხვა.
"ამ იაფფასიან ვოდევილებს, რომელსაც ისინი დგამენ რელიგიური, თუ პატრიოტული ნიშნით, ჩალის ფასი აქვს. კიდევ ერთ სრული დისონანსია, როცა შარახვეტია პროტესტის მონაწილეები პოზიციონირებენ, როგორც ნეოლიბერალები, მაგრამ ამავდროულად, სურთ, რომ ე.წ. ეკლესიურები და მორწმუნენი იყვნენ, სრული შეუთავსებლობაა იმ კლასიკურ გაგებასთან, რასაც ჰქვია ნეოლიბერალიზმი დასავლეთში. ისიც დამახინჯებული ფორმაა კლასილური ლიბერალიზმის, მაგრამ აქაც, ნაცწიაღშიც ყველაფერი, რაც დასავლეთიდან გადმოაქვთ დამახინჯებული, კიდევ უფრო მახინჯდება და უხეშ ფორმებს იღებს.
„გააგრძელებენ 8-9 მაისს, შემდეგ 26-ში კვლავ დესტრუქციას ეცდებიან, მაინც აზრი არ აქვს. თვითინაც ვერ შეთანხმებულან გავლენ თუ არა ადგილობრივ არჩევნებზე და სჯობს, რომ 4 ოტომბრისთვის, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადონ",- განაცხადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".
როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, აქციის მონაწილეები პროტესტის უწყვეტობას და ერთობას ინარჩუმნებენ. მისი თქმით, პროვოკაციები მოსალოდნელია.
"ის, რომ პროტესტი აღდგომის დღესასწაულზე არ წყდება, ნიშნავს იმას, რომ ერთობას და პროტესტის უწყვეტობას ინარჩუნებენ, მიუხედავად იმ ცილისწამებისა, რომ თითქოს ისინი ებრძვიან ეროვნულ დარელიგიურ ღირებულებებს, პირველ რიგში ისინი არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებიც შარშან ასევე ეკლესიაში იმყოფებოდნენ და პატივი სცეს აღდგომის დღესასწაულს. ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლის ფარგლებში აქციის მონაწილეებს არ ავიწყდებათ ის, რომ რელიგიურ ფასეულობებს პატივი სცენ.
"არ გამოვრიცხავ,რომ სპეციალურად მიაგზავნონ ჯგუფები პროვოკაციისთვის, როგორც ახლა 9 აპრილს გააკეთეს და მერე აქციის მონაწილეებს დააბრალეს, რომ თითქის ისინი იყვნენ აგრესიულები და ხალხი არ მიუშვეს მემორიალთან. აქაც პროვოკატორები იტყვიან, რომ ეკლესიაში არ უშვებენ ხალხს, ამდენად ურწმუნოები არიანო. ყველაფრისმკადრებლები არიან და არაფერს არ გამოვრიცხავ", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე