რეზონანსი
(06.03.2025)

ორთაჭალაში, კალანდაძის ქუჩის კუთხეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ქალი ვალენტინა ასიტაშვილია. მისი ოჯახი სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს:

„დღეს ჩვენი ოჯახისთვის უმძიმესი დღეა. გუშინდელ უბედურ შემთხვევას შეეწირა უკარგესი ადამიანი - დეიდაჩემი, დედაჩემის ალალი და ვალენტინა ასიტაშვილი.

კეთილი ადამიანი, დედა, და, ბებია, დეიდა, მეუღლე, მეგობარი, ნათესავი და ყველასთვის საყვარელი ადამიანი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული. ძალიან გვატკინე გული. მოულოდნელი და უმძიმესი ტრაგედია ყველასთვის ვინც კი გიცნობდა. უაზრო სიკვდილი და კიდევ ერთი გულგრილობის და

უპასუხისმგებლობის მსხვერპლი. ძალიან გვიყვარხარ და მოგვენატრები პანაშვიდი პარასკევს და შაბათს, გასვენება კვირას 3 საათზე“, – წერენ ახლობლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე