რეზონანსი
(24.02.2025)

 კახეთში, სოფელ მირზაანში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას მირზაანის საბავშვო ბაღი ავრცელებს. გარცელებული ინფორმაციით, ბავშვს ენტეროვირუსი ჰქონდა და კახეთიდან სამკურნალოდ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადმოიყვანეს.

როგორც ბავშვის ახლობლები ამბობენ, ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. რა გახდა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე