რეზონანსი
(22.02.2025)

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროკავშირსა და ნატოს ქვეყნებს სამი კვირა მისცა უკრაინის კაპიტულაციის საკითხის მოსაგვარებლად. ასეთი სკანდალი ინფორმაცია ფინელმა ევროპარლამენტარმა მიკა აალტოლამ სოციალურ ქსელში, თავის "X გვერდზე" დაწერა.

„შეერთებულმა შტატებმა მოგვცა სამი კვირა უკრაინის კაპიტულაციის პირობებზე შესათანხმებლად. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, შეერთებული შტატები დატოვებს ევროპას“, - დაწერა აალტოლამ.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ თავის საგარეო პოლიტიკაში ტრამპი ხელმძღვანელობს რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებით როგორც დღესდღეობით, ასევე მომავალში. მისი თქმით, ევროკავშირმა და ნატოს ქვეყნებმა გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში უნდა მიიღონ.

აღსანიშნავია, რომ ფინელი დეპუტატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სოციალურ ქსელში ახლა აღარ იძებნება, მაგრამ იგი არაერთმა ცნობილმა ინტერნეტ-გამოცემამ გაავრცელა. გავლენიანმა ჟურნალმა "ნიუსვიქმა" კი ამ თემას წერილიც მიუძღვნა, სადაც ევროპარლამენტარის ციტატა სრულად არის მოყვანილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე