
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთთან ომის „ვერ აცილებაში" ადანაშაულებს. მწვავე განცხადებების ფონზე მოსკოვის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას, დაინიშნოს უკრაინაში ახალი არჩევნები, ხაზგასმით აჟღერებს და ზელენსკის „ურეიტინგოს" უწოდებს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საჯაროდ გააკრიტიკა, ტრამპმა აღნიშნა, რომ „იმედგაცრულებეულია", ამერიკის პრეზიდენტი კიევს ომის „ვერ აცილებაში" ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ უკრაინას ომის თვიდან ასაცილებლად გარიგების დადება შეეძლო - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიები ავრცელებენ.
"მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მესმის, რომ ისინი (უკრაინელები) განაწყენებულნი არიან იმის გამო, რომ არ აქვთ ადგილი [მოლაპარაკებებზე]", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს კურორტზე, როცა ჟურნალისტებმა უკრაინის რეაქციაზე ჰკითხეს. აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "ნახევრად გამომცხვარ" მომლაპარაკებელსაც კი მორიგების უზრუნველყოფა, წლების წინ "ბევრი მიწის დაკარგვის გარეშე" შეეძლო.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპის კრიტიკას პასუხობს:
„სამწუხაროდ, პრეზიდენტი ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს"-განაცხადა ზელენსკიმ.
სამშაბათს ღამით ფლორიდაში გამოსვლისას, ტრამპმა გაზარდა ზელენსკიზე ზეწოლა არჩევნების ჩასატარებლად - რომელიც, შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც იყო.
„თუ ვინმეს ჩემი შეცვლა ახლავე სურს, მაშინ ეს ახლა არ იმუშავებს. თუ 4%-ზე ვსაუბრობთ, მაშინ ჩვენ ეს დეზინფორმაცია ვნახეთ და გვესმის, რომ ის რუსეთიდან მოდის და ამის მტკიცებულებებიც გვაქვს. სამწუხაროდ, პრეზიდენტი ტრამპი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, ამ დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს", - ასე გამოეხმაურა ზელენსკი ტრამპის განცხადებას.
კითხვაზე, დაუჭერს თუ არა აშშ მხარს რუსეთის მოთხოვნებს, რათა აიძულოს ზელენსკი ჩაატაროს ახალი არჩევნები, როგორც ნებისმიერი შეთანხმების ნაწილი, ტრამპმა უპასუხა:
„მათ სურთ ადგილი მაგიდასთან, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ თქვათ... განა უკრაინის ხალხი არ იტყვის? დიდი ხანი გავიდა, რაც არჩევნები არ ჩატარებულა. „ეს არ არის რუსული საქმე. ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც არ გვქონია არჩევნები უკრაინაში, სადაც არსებითად გვაქვს საომარი მდგომარეობა, სადაც ლიდერი უკრაინაში - მეზიზღება ამის თქმა, მაგრამ, ლიდერის რეიტინგი 4%-ია, სადაც ქვეყანა განადგურებულია. შენობები დანგრეულია. როგორც ჩანს, მასობრივი დანგრევის ადგილია."
აღსანიშნავია, რომ ტრამპს არ განუმარტვას დეტალები, თუ საიდან მოიტანა ეს სტატისტიკური მაჩვენებელი.ზელენსკის 4%-იანი რეიტინგის შესახებ. კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის 2024 წლის დეკემბრის კვლევით, უკრაინელების 52% ენდობა ზელენსკის და 39% კი უნდობლობას უცხადებს.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ტრამპი ცდილობს, ყველა მისი განცხადება მოლაპარაკების დაწყებასა და სამშვიდობო ხელშეკრულების პირობების შექმნას მოარგოს.
„აქ მგონია, რომ გასაგებია რა თამაშს თამაშობს ტრამპი, ის ცდილობს ყველა განცხადება მოარგოს უკვე სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებასა და ამ სამშვიდობო ხელშეკრულების შექმნას, მათ შორის ზელენსკის რეიტინგზე საუბარი, ესეც ფაქტობრივად, არის ტრამპის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმის კორელიზება.
თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა, მაშინ მეორე ვარიანტია დაინიშნოს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, შესაბამისად ამას ცდილობს ტრამპი.
ასევე, აუცილებლად უნდ აღვნიშნოთ რუსული და ამერიკული შეთანხმების პუნქტები - ფაქტობრივად 400 რუსი დიპლომატი ბრუნდება ამერიკაში, რომელიც თავის დროზე ბაიდენის ადმინისტრაციამ გარეკა ქვეყნიდან და რუსულ-ამერიკული ურთიერთობა მინიმუმამდე იყო დაყვანილი, ტრამპმა ეს ურთიერთობა აღადგინა. გარდა ამისა განიხილება ამერიკის ახალი ელჩის კანდიდატურა რუსეთის ფედერაციაში, რომელიც იქნება ვიქტორია ნულანდი.
უნდა აღვნიშნოთ, რომ მხარეები შეთანხმდენენ, რომ ამერიკულმა კომპანიები შესაძლოა რუსეთის ბაზარზე დაბრუნდნენ და ამით, გარკვეულწილად სასანქციო პოლიტიკასაც შეექმნა ბზარი. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი, რუსები და ამერიკელები იწყებენ უკრაინის სამშვიდობო გეგმაზე საუბარს" - თქვა მაისაიამ.
კითხვაზე, შედგება კომპრომისი აშშ-სა და რუსთს შორის, უკრიანისა და ევროპის ჩართულობის გარეშე, მაისაია აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა კემპ-დევიდის მოლაპარაკების მოდელი აიღო.
„კემპ- დევიდიში ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც ეხებოდა ეგვიპტესა და ისრაელს. ამ ორმა სახელმწიფომ აღიარა ერთმანეთი და ტერიტორიებიც გაცვალეს, პროცესში აშშ-ს პრეზიდენტი ჯიმი კარტერი იყო ჩართული. დაახლოებით იგივე სქემა აქვს აღებული ტრამპს, რომელიც არ ითვალისწინებს რომელიმე სხვა მხარის ჩართულობას.
„სანამ ჯიმი კარტერი გარდაიცვლებოდა, ტრამპი მას რამდენჯერმე შეხვდა, როგორც ჩანს ამ მოდელის რეალიზაცია იყო უკრაინის საქმეში" - განაცხადა მაისაიამ.
შეგახსენებთ, კემპ-დევიდის შეთანხმება იყო ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების პირველი მცდელობა ახალი ფორმულით: „მიწა მშვიდობის სანაცვლოდ".
„რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი ფაქტია და არა არის კარგის მომტანი, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის ინტერესების გამომხატველი ვერ იქნება, ამიტომ სასურველი იქნებოდა ჩართულიყო უკრაინა თუ არა ბრიტანეთი მაინც - ან ევროპული სახელმწიფოები.
„როგორც ჩანს, ზელენსკის გუნდი ემზადება არჩევნებსთვის, ჩვენ ვიცით რომ პეტრე პოროშენკო სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადა, ეს ფაქტიც ავითარებს ინდიკაციას რომ ზელენსკი არჩევნებისთვის ემზადებოდეს. სხვათა შორის უკრაინა პოლიტიკურ დონეზე რომ განვითარდეს, არჩევნები ჩატარება აუცილებელია, თუმცა, სანამ ცეცხლი არ შეწყდება, ამაზე საუბარი ნაადრევია" - განაცხადა მაისაიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



