დეფიციტი არ იქნება, მაგრამ ფასების შეცვლა ყველა იმპორტიორს მოუწევს
გვანცა წულაია
(05.02.2025)

უახლოეს მომავალში საქართველოში შესაძლოა ზეთი, შაქარი, ბურღულეული და რძის პროდუქტები გაძვირდეს. ამის მიზეზი რუსეთში სურსათის ექსპორტის შეზღუდვაა, რაზეც ამ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. იანვრის ბოლოს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ვითარება შიდა ბაზრის სასარგებლოდ არ განვითარდა, მოსკოვი სურსათის ექსპორტზე შეზღუდვას დააწესებს. როგორც ქართველი იმპორტიორები განმარტავენ, დეფიციტი არ იქნება, მაგრამ პროდუქცია გაძვირდება, ვინაიდან ალტერნატიულ ბაზარზე გადართვა მოუწევთ.

რუსეთთან ვაჭრობის ინტერესი სხვადასხვა დასახელების საქონელზე შედარებით დაბალი ფასია, თუკი პროდუქციის ყიდვა აიკრძალება, ბიზნესი სხვა ქვეყნების პროდუქციით ჩანაცვლების აუცილებლობის წინაშე დადგება, რაც ავტომატურად გაზრდილ ფასს ნიშნავს. ამიტომ რუსეთის ბაზრის ჩაკეტვამ, შესაძლოა, ინფლაცია კიდევ წაახალისოს. 

2024 წელს რუსეთიდან სა¬ქარ¬თვე¬ლო¬ში 16.8 მი¬ლი¬არდ აშშ დო¬ლარ¬ზე მეტი ღი¬რე¬ბუ¬ლე¬ბის სა¬ქონ¬ლის იმ¬პორ¬ტი გან¬ხორ¬ცი¬ელ¬და. მეზობელი ქვეყნის წილი მთლი¬ან იმ¬პორ¬ტში 11%-ს აღ¬წევ¬და. სა¬ან¬გა¬რი¬შო პე¬რი¬ოდ¬ში რუ¬სე¬თი¬დან სა¬ქარ¬თვე¬ლო¬ში 1.8 მლრდ დო¬ლარ¬ზე მეტი ღი¬რე¬ბუ¬ლე¬ბის სა¬ქონ¬ლის იმ¬პორ¬ტი გან¬ხორ¬ცი¬ელ¬და.

რუსეთის მხრიდან სურსათის ექსპორტის შესაძლო შეზღუდვას დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოში დეფიციტი არ შეიქმნება. ჯერჯერობით კი სადისტრიბუციო კომპანიებს მიმწოდებლებისგან უახლოეს პერიოდში შეზღუდვის დაწესების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.

„შეზღუდვასთან დაკავშირებით კომპანიებს ნეგატიური მოლოდინი არ აქვთ. ამ ეტაპზე არ არსებობს მოცემულობა, რომ გარკვეული ტიპის შეზღუდვა დაწესდეს.

პანდემიის პერიოდში გარკვეული ტიპის შეზღუდვები როცა დააწესა რუსეთმა, ქართულმა კომპანიებმა შეძლეს, რომ ეს არ ასახულიყო საქართველოზე და მაინც ხერხდებოდა პროდუქციის შემოტანა. მაშინ პროდუქციის დეფიციტი არ შექმნილა და არც ახლა შეიქმნება, თუკი მსგავსი შეზღუდვა ძალაში შევა“, - აღნიშნა რიჟამაძემ.

ფქვილისა და ხორბლის იმპორტის კუთხით საქართველო მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული, დიდწილად ზეთზეც, ვინაიდან ქართული ბაზრისთვის ზეთის მთავარი საიმპორტო ქვეყანა სწორედ რუსეთია. იმპორტის 84.7% რუსეთიდან ხორიელდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩრდილო მოსაზღვრე ქვეყანას მზესუმზირის ზეთის ქვეყნიდან საექსპორტო ბაჟი აქვს დაწესებული, რაც თებერვალში 10.7%-ით გაიზარდა და 1 ტონაზე 17 786 რუბლი შეადგინა.

2024 წელს საქართველოში 44 მილიონ 572 ათასი დოლარის ღირებულების 41 791 ტონა რუსული ზეთი შემოვიდა. იმპორტი 13.7%-ით გაიზარდა.

ქართველი მეწარმეები ფიქრობენ, რომ ალტერნატიულ ბაზარზე წვდომა არ გაჭირდება, თუმცა, როგორც კომპანია ,,კუმისის" დამფუძნებელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა "რეზონანსს" განუცხადა, ზეთის და ყველა იმ პროდუქტის ფასი შეიცვლება, რომლის იმპორტიც რუსეთიდან ხორციელდება.

"ბოლო პერიოდში ზეთსა და რამდენიმე სხვა კატეგორიის სასურსათო პროდუქტზე ფასები ისედაც გაზრდილია. მეტ-ნაკლებად სტაბილურია ზეთის ბაზარი, რადგან პროდუქტი დიდწილად რუსეთიდან შემოდის და შედარებით იაფია. მას შემდეგ რაც გაირკვევა, რომ რუსული პროდუქტის იმპორტთან დაკავშირებით შეიძლება შეზღუდვა დაწესდეს, ალტერნატიული გზების ძიება დაიწყო. უფრო ალბათ ევროპის ქვეყნებიდან შემოვიტანთ, რაც ნიშნავს ხარჯის გაზრდას, შესაბამისად, ფასი მოიმატებს. მართალია, დეფიციტი არ გვემუქრება, მაგრამ საფასო ცვლილება გარდაუვალი იქნება, რაც ინფლაციაზეც იმოქმედებს. 

როგორც წესი, ალტერნატივა ყოველთვის არის, მაგრამ საბოლოოდ მაინც მომხმარებელი ზარალდება, თავისთავად ბიზნესიც. ხარჯის ზრდა არც ერთი მხარისთვის არ არის მომგებიანი. რაც მეტად მისაწვდომია პროდუქტი, მისი გაყიდვაც ხელსაყრელია და სარგებელიც დიდია", - განაცხადა ბიზნესმენმა ჩვენთან საუბრისას.

მოსალოდნელია, შაქრის ფასიც ცვლილებაც. იმპორტიორების თქმით, პროდუქტის გაძვირება მოუწევთ იმ კომპანიებსაც, რომლებიც ახლა რუსეთიდან შაქრის იმპორტს არ ახორციელებენ. ასე  ფიქრობს  ,,ელ ჯორჯიას" წარმომადგენელი ირაკლი გოგიბერაშვილი, რომლის აზრითაც, რუსეთიდან ექსპორტის შეზღუდვა ბაზარზე გარკვეულ ცვლილებას გამოიწვევს. პირველ რიგში, ის საფასო პოლიტიკას შეცვლის.

"რუსული შაქარი ყველაზე იაფია. კომპანიებს, რომლებიც ყიდულობენ და შემდეგ აფასოებენ შაქარს, მოუწევთ ალტერნატიული ბაზრის მოძიება. ჩვენ ეს არ დაგვჭირდება, რადგან იმპორტს ევროპული ქვეყნებიდან ვახორციელებთ, მაგრამ ფასები მაინც გადაიხედება. ის, რომ ბაზარს რუსული იაფი შაქარი მოაკლდება, გარკვეულ ცვლილებას გამოიწვევს. გამოდის, რომ ბაზარზე დარჩება მარტო  მარტო ევროპული და ცოტაც უკრაინული შაქარი. თურქეთიდან 2024 წელს საერთპდ არ შემოსულა, მიმდინარე წელს რა მოხდება ამ მიმართულებით, ჯერ ვერ გეტყვით. ცოტაც ბრაზილიიდან და ინდოეთიდანაც შემოდის. საერთო ჯამში, მასშტაბურ ცვლილებას არ ველი, მაგრამ რაღაც დონეზე ფასი მაინც დაკორექტირდება", - განუცხადა გოგიბერაშვილმა "რეზონანსს".

"საქსტატის" მონაცემებით, რუსეთის წილი საკვების იმპორტში 24%-ს შეადგენდა. შარშან საქართველომ რუსეთიდან ყველაზე დიდი რაოდენობით მარცვლოვანი კულტურები იყიდა, რაშიც ჯამში 92.4 მილიონ აშშ დოლარს გადაიხადა, მეორე ადგილი ეკავა ცხიმებსა და ზეთებს (ჯამური ღირებულებით 56.3 მლნ აშშ დოლარი).

10 ძირითადი პროდუქტი, რომელიც რუსეთიდან საქართველომ 2024 წელს შეიძინა, ასე გამოყურება: მარცვლოვანები - 92.42 მლნ აშშ დოლარი;  ცხიმები და ზეთები - 56.32 მლნ აშშ დოლარი; პურეულის მზა პროდუქტები - 51.14 მლნ აშშ დოლარი; კვების სხვადასხვა პროდუქტები - 48.52 მლნ აშშ დოლარი; ცოცხალი ცხოველები - 45.79 მლნ აშშ დოლარი; ფქვილ-ბურღულეული, ალაო, სახამებელი - 37.71 მლნ აშშ დოლარი; კაკაო და მისი პროდუქტები - 30.23 მლნ აშშ დოლარის; შაქარი და საკონდიტრო ნაწარმი - 15.55 მლნ აშშ დოლარი; ბოსტნეული - 15.49 მლნ აშშ დოლარი; რძის პროდუქცია; კვერცხი; თაფლი - 13.96 მლნ აშშ დოლარი.

ჯერჯერობით რუსული მედიასაშუალებებით არ კონკრეტდება როდიდან და რომელ სასურსათო პროდუქტზე შეიძლება დაწესდეს შეზღუდვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე