რეზონანსი
(31.01.2025)

ჟურნალისტები გურამ როგავა და ელისო ჯარიაშვილი მალე „ფორმულას“ ეთერში იქნებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებმა სოციალურ ქსელში დაწერეს. საქმე ისაა, რომ ელისო ჯარიაშვილი 1 თვის წინ უკმაყოფილოდ წამოვიდა "ფორმულადან" და საჯაროდ წყენაც არ დაუმალავს. მან ტელეკომპანიასთან უთახმოებაზე საჯაროდ დაწერა კიდეც. ახლა კი ვითარება უცებ შეიცვალა.

„ჩემთვის რთული დილემა პროფესიის სასარგებლოდ გადავჭერი. რუსულ რეჟიმთან ბრძოლაზე მნიშვნელოვანი ახლა არაფერია. ჩემს სანდო და საიმედო კოლეგასთან, გურამ როგავასთან ერთად ვბრუნდები „ფორმულაზე“, – დაწერა ელისო ჯარიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე