რეზონანსი
(20.01.2025)

არცერთი პროფესია არ არის ინდულგენცია კონკრეტული ადამიანისთვის, რომ პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევაში ის რაიმე სახით ასცდეს შესაბამის სასჯელს და პასუხისმგებლობას,- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე საუბრისას.

მან მადლობა გადაუხადა ვახტანგ გომელაურს იმ ღირსეული პოლიციელების ყოლისთვის, რომლებიც აჭარის რეგიონში ხელმძღვანელობენ დანაყოფებს.

„არცერთი პროფესია არ არის ინდულგენცია კონკრეტული ადამიანისთვის, რომ პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევაში ის რაიმე სახით ასცდეს შესაბამის სასჯელს და პასუხისმგებლობას. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შს მინისტრს, რომ ასეთი ღირსეული პოლიციელები ხელმძღვანელობენ დანაყოფებს, როგორც ბათუმში, ასევე, აჭარის რეგიონში“,- აღნიშნა რიჟვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე