რეზონანსი
(19.01.2025)

2024 წლის აპრილში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავდა „ტიკტოკის“ აკრძალვას, თუ იგი ამერიკულ კომპანიას არ გადაეცემოდა. შედეგად, ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღეს, 2025 წლის 19 იანვარს, ეს პლატფორმა ოფიციალურად აიკრძალა ქვეყანაში. თუმცა, ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ „ტიკტოკის“ აკრძალვას 90 დღით გადადებს.

„ტიკტოკის“ აკრძალვის მიზეზად ეროვნული უსაფრთოების საკითხები სახელდება. როგორც ცნობილია, ეს არის ჩინური აპლიკაცია, რომლის მომხმარებელთა რიცხვი აშშ-ში დაახლოებით 170 მილიონს აღწევს. ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად „ტიკტოკის“ გასხვისებაც საკმარისი იქნება. 

ვითარებას ისიც ამწვავებს, რომ ჩინეთის კანონმდებლობა უკლებლივ ყველა ჩინურ კომპანიას ავალდებულებს ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე გადასცეს მათი მომხმარებლების პირადი მონაცემები შესაბამის სამსახურებს. ამ კანონისთვის გვერდის ავლა კი არცერთ ჩინურ კომპანიას არ შეუძლია. სწორედ ამტომ გადაწყვიტეს ჯო ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ აშშ-ში „ტიკტოკის“ აკრძალვა, თუ იგი არ გასხვისდება ამერიკულ კომპანიაზე. 

ამის საპასუხოდ კი „ტიკტოკმა“ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიამ განახორციელა დამატებითი ნაბიჯები, რომელიც ამერიკელ მომხმარებლებს უსაფრთოებასა და კონფიდენციალურობის გარანტიას უზრუნველყოვს, რაშიც მილიარდობით დოლარი დახარჯა.

ტრამპი კი აშშ-ში „ტიკტოკის“ აკრძალვას ეწინააღმდეგება. მან აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია, თუმცა განიხილავს იმას, რომ ჩინურ კომპანიას მისცემ 90-დღიანი ვადა, რათა ეს პლატფორმა მიყიდოს ამერიკულ კომპანიას.

„ვფიქრობ, ეს ნამდვილად იქნებოდა შესაძლებლობა, რომელსაც განვიხილავდით. 90-დღიანი გადავადება ისეთი რამაა, რაც, დიდი ალბათობით, გაკეთდება, რადგან მისაღებია". - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპი მიიჩნევს, რომ „ტიკტოკი“ მნიშვნელოვან კულტურულ როლს ასრულებს. მისივე აზრით, ამ აპლიკაციის აკრძალვით აშშ არა მარტო ეკონომიკურ ზარალს მიიღებს, არამედ ამას სირთულეებიც მოყვება ჩინეთთან ურთიერთობაში. 

გარდა ამისა, მისი აზრით, „ტიკტოკის“ გაუქმება დიდ ზარალს მიაყენებს იმ მცირე ბიზნესებს, რომლებიც ამპლატფორმას იყენებენ გასაფართოებლად. ტამპი მიიჩნევს, რომ თუკი „ტიკტოკი“ გასხვისდება ამერიკულ კომპანიაზე, მაგალითად „მაიკროსოფტზე“, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება, რადგან ასეთ შემთხვევაში ამერიკელ მომხმარებელთა მონაცემები უმაღლეს დონეზე იქნება დაცული.

ნინო ახობაძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე