რეზონანსი
(19.01.2025)

მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯგუფ „განს ენდ როუზს“ მიმართავს, საქართველოში კონცერტი ახალ არჩვენებამდე არ გამართოს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„შეკვეთილში დაგეგმილი „განს ენდ როუსის“კონცერტი არის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ივანიშვილის კონტროლირებადი კონცერტი. საქართველოში საპროტესტო აქციები 51-ე დღეა, გრძელდება და არ შეწყდება ახალ არჩევნებამდე. კონცერტები მისასალმებელი იქნება ამის შემდეგ“, – წერს ზურაბიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე




