რეზონანსი
(17.01.2025)

დეკანოზ შალვა კეკელიას გუშინ ძმა გარდაეცვალა. მოძღვარს სამძიმრის მესიჯები და კომენტარები მთელი საქართველოდან მისდის...

"ღმერთმა მიცხონოს შენი სული" - დაწერა მამა შალვამ კეკელიამ სოციალურ ქსელში. 

ზურაბ კეკელიას გარდაცვალების შესახებ ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის ფეისბუქ გვერდიც ავრცელებს ინფორმაციას:

დეკანოზ კეკელიას ძმა მშობლიურ კუთხეში - მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში გადაასვენეს. 

დაკრძალვა - სამშაბათს, 21 იანვარს, 15 საათზე. 

"გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული ზურაბი" - წერია სამძიმრის წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე