დღეს, ვაშინგტონში სომხეთის რესპუბლიკა და აშშ ოფიციალურად სტრატეგიული პარტნიორები გახდებიან, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ანტონი ბლინკენი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი, ხელს მოაწერენ დოკუმენტს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს, რას შეცვლის ეს გადაწყვეტილება ამიერკავკასიის რეგიონში და გახდება თუ არა ამიერკავკასიიდან, საქართველო „მეორე რანგის მოთმაშე" ევროპულ გზაზე?
სომხეთი წლების განმავლობაში რუსეთის მოკავშირედ ითვლებოდა, თუმცა ბოლო წლებია, მან თანამშრომლობა აშშ-სა და ევროკავშირთან გააძლიერა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, როდესაც, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების მიუხედავად, რუსეთმა პრაქტიკულად არანაირი დახმარება არ აღმოუჩინა სომხეთს.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტიც დაამტკიცა. 14 იანვარს კი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელწმიფო მდივანს შეხვდება და ოფიციალურად ხელს მოაწერენ პარტნიორობის დოკუმენტს.
სომხეთის გადაწყვეტილების კომენტირებისას რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ „სომეხი მეგობრების" სუვერენული უფლებაა, რა გზას გააგრძელებენ, თუმცა, მისი თქმით, აშშ „არასდროს თამაშბდა განსაკუთრებულ მასტაბილიზებელ როლს სამხრეთ კავკასიაში".
„შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, ყველანაირად ცდილობს თავის კილვატერში სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ჩაითრიოს", - თქვა პესკოვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი გამოთქვა შეშფოთება ჯერ კიდევ მაშინ, როცა სომხეთმა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება დაანონსა, კრემლმა გააფრთხილა სომხეთი, რომ „სტრატეგიული პარტნიორობა", რომელიც ერევანს აშშ-სთან სურს, მხოლოდ უსაფრთხოების დამატებითი რისკებისა და ეკონომიკური პრობლემების წინაპირობა იქნებოდა.
სომხეთის ევროკავშირთან და აშშ-სთან დაახლოების პარალელურად, საქართველოში პოლიტიკურ პარტნიორებთან დიალოგი, „ქართული ოცნების" რიტორიკამ უკიდურესად გაამწვავა, 2024 წელს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც 28 ნოემბერს, საქართველოს პრემიერმა განცხადება გააკეთა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გასაწევრიანებელ მოლაპარაკებებს დღის წესრიგში არ დააყენებდა.
რა შეიცვლება აშშ-სომხეთის ამ შეთანხმების ფონზე ჩვენს რეგიონში და რამდენად შესაძლებელია საქართველო „მეორე რანგის" მოთამაშე გახდეს?
„რეზონანსთან" საუბარში ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აღნიშნავს რომ, „სომხეთს საქართველოს ჩაანაცვლების დიდი პერპესქტივა აქვს".
„სომხეთმა აირჩია დასავლური საგარეო პოლიტიკური ვექტორი და ის, ალბათ, აირჩევს მოლდოვის ვარიანტს, რაც ითვალისწინებს „რბილ პროდასავლურ კურსს", დსთ-ში ყოფნასაც და დაჩქარებული ტემპებით ევროკავშირში გაწვრიანებას, პარალელურად კი აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობის შენარჩუნებას. რეგიონში სომხეთს ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფოდ ფორმირების შესაძლებლობა აქვს.
„აზერბაიჯანს დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკაც ჩვენთვის ცნობილია. ასე რომ, სომხეთი გახდება დასავლური ძალების მთავარი მამოძრავებელი ძალა, ასეთი სურათი იხატება რეგიონში", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".
იგი ასევე აშშ-ის დახმარებით სომხეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის მნიშვნელობაზეც საუბრობს:
„ალბათ, ამერიკა მალე გადასცემს დახმარებების რიგ პაკეტს, რაც სომხეთს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცის შესაძლებლობას მისცემს და ეს მის უსაფრთხოებას ცალსაცად გაზრდის."
მაისაია ვარაუდობს, რომ რუსეთი ამის შემდეგ სომხეთში დესტაბილიზაციას შეეცდება:
„რუსეთი ამას ნეგატიურად შეხვდება, (სომხეთში) პროპრუსული ძალების მობილიზაციას დაიწყებს, ყველა ძალას გამოიყენებს, რათა შემოაბრუნოს სომხეთი და შეინარჩუნოს, როგორც რუსეთის ერთ-ერთი სამხრეთ კავკასიაში".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე