რეზონანსი
(11.01.2025)

რეჟისორი ქეთი დოლიძე აპროტესტებს სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით. იგი წერს, რომ ჭიჭინაძეს პირადად იცნობს და ის "არაფრის გამო ზის ციხეში".
"ამ გადასარევ ბიჭს პირადად ვიცნობ!!! რა გინდათ რა! გამოუშვით ეს ბავშვები ციხიდან!!! რატომ? ეს ბავშვები და ანდრო!!!! ანდრო ჭიჭინაძე გადასარევი მსახიობი არაფრის გამო უკვე ლამის მესამე თვეა, ციხეშია და მასთან ერთად სხვა უდანაშაულო ბავშვი!" - წერს ქეთი დოლიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე




