რეზონანსი
(10.01.2025)

მომღერალმა ლაშა ღლონტმა ასტროლოგიის თაობაზე კითხვებს უპასუხა. ის ზოდიაქოთი მშვილდოსანია და 1970 წლის 8 დეკემბერს დაიბადა.

„მე შორს ვარ ასტროლოგიისგან, თუმცა მყავს მეგობრები, რომლებიც ამ საკითხში ძალიან კარგად ერკვევიან და რაც მათგან მომისმენია, ყველაფერი ამიხდა. მაგალითად, ნინი ბადურაშვილი ერკვევა ძალიან კარგად ზოდიაქოს ნიშნებში და მისი სიტყვები არაერთხელ დამხვედრია წინ. ნინის წინასწარმეტყველებები ისე გამმართლებია, რომ ხანდახან მეშინია, რომ ვხედავ და თავს ვიკავებ, რომ რაღაცები არ ვკითხო (იცინის). ასევე მიშა ცაგარელი, რომელსაც ჩემთან ბევრჯერ საინტერესოდ უსაუბრია ჩემს ნიშანთან დაკავშირებით და ყველაფერი გამართლებულა…“ - განუცხადა ჟურნალ „თბილისელების“ მომღერალმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე