რეზონანსი
(10.01.2025)

გუშინ ქუთაისში, ავტოავარიის შედეგად დაღუპული ქალი სალი ყაზაიშვილი აღმოჩნდა. ავარია ნიკეას ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა.

როგორც ცნობილია, სალი ყაზაიშვილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

„ვაიმე, სალო, ეს რა გავიგე, ჩემო ლამაზო და კეთილო გოგო, არ მჯერა. მშვიდად განისვენე“.

„ჩემო სულით ხორცამდე ლამაზო ბიძაშვილო...“

„ასეთი ადამიანები, ასე ადრიანად არ უნდა ემშვიდობებოდნენ სიცოცხლეს. საშინელებაა“.

„რა თავზარდამცემი ამბავი გავიგე, რა ვთქვა არ ვიცი, სალო, ჩემო ცქრიალა გოგო, ეს რა დაგემართა, გული დამეწვა, ვერ ვიჯერებ...“, - წერენ სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე