რეზონანსი
(30.12.2024)

გა­სულ შა­ბათს, ნო­დარ მე­ლა­ძის გა­და­ცე­მი­დან ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ექი­მე­ბის გუგა კუ­ზა­ნო­ვი­სა და ნინო ნა­დი­რა­ძის ვაჟი ივა კუ­ზა­ნო­ვი ერთ-ერთი იყო იმ ახალ­გაზ­რდე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც პარ­ლა­მენ­ტის წინ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე იდგა. მანამდე კი აქციებს შეუერთდა მისი მაზლი, ალექსანდრე კუზანოვი.

რას ფიქ­რობს ამ ყველაფერზე ნინო ნა­დი­რა­ძე, რო­მე­ლიც ღიად უჭერს მხარს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას? 

"ჩვე­ნი ოჯა­ხის არ­ცერ­თი წევ­რი ერ­თმა­ნეთ­თან არა­სო­დეს იქ­ნე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი. არ­ცერ­თი მი­ზე­ზის გამო და მი­თუ­მე­ტეს პო­ლი­ტი­კის. ჩემს შვილს პო­ლი­ტი­კა ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებს, მას რა კი­თხვე­ბიც ჰქონ­და გა­ვე­ცი პა­სუ­ხი, რომ არა­ნა­ი­რი რუ­სე­თის­კენ ქვე­ყა­ნა არ მი­ე­ქა­ნე­ბა. ჩემი არ­გუ­მენ­ტე­ბი მან საკ­მა­ოდ მყა­რად მი­იჩ­ნია. ერთხელ იყო მი­ტინგზე, რომ დახ­მა­რე­ბო­და, რად­გან სა­მე­დი­ცი­ნოს სტუ­დენ­ტია, ეხ­მა­რე­ბო­და, არც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა. წყა­ლიც მი­ეს­ხა, რა ვქნა, რე­ვო­ლუ­ცია როცა ეწყო­ბა, იქ ფი­ზი­კუ­რა­დაც და­ზი­ან­დე­ბი.

ჩემი მაზ­ლი არის 48 წლის, მე უნდა ჩა­მა­ბა­როს ან­გა­რი­ში აქ­ცი­ა­ზე ივ­ლის თუ არა? - ალე­კოს თა­ვი­სი პო­ზი­ცია აქვს, მე - ჩემი. ზუს­ტად ამას ვამ­ბობ, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში არის დე­მოკ­რა­ტია და უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ ამას.

 ჩვენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ივი­კოს ჩათ­ვლით ერ­თმა­ნეთს ყვე­ლა­ფერ­ში მხარს ვუ­ჭერთ. ივამ თა­ვი­სი თვა­ლით ნახა, რო­გორ იყე­ნებ­და ძა­ლი­ან ბევ­რი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი სა­კუ­თა­რი დე­დის წი­ნა­აღ­მდეგ. გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო, რა­ტომ ფიქ­რობს ეს ხალ­ხი, რომ დე­და­ზე უარს ვი­ტყვიო. შე­იძ­ლე­ბა შე­ხე­დუ­ლე­ბა­ზე ვთქვა უარი, მაგ­რამ დე­და­ზე უარს არ ვი­ტყვიო. ჩვე­ნი ოჯა­ხი არის ერთ მუშ­ტად შეკ­რუ­ლი და ნორ­მა­ლურ, სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია პო­ლი­ტი­კა გახ­დეს ზი­ზღი­სა და ერ­თმა­ნე­თის და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი. შე­უძ­ლე­ბე­ლია ერთ დღეს გა­თენ­დეს და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის გამო შე­ი­ზი­ზღო.

იმე­დი მაქვს რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ ყვე­ლა გა­ა­ნა­ლი­ზებს ამას. მე მა­ინც ჩემს ქვე­ყა­ნას მშვი­დო­ბას და კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბას ვუ­სურ­ვებ. ევ­რო­პუ­ლო­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მიმ­ღებ­ლო­ბაა. სხვა შემ­თხვე­ვა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მი­უ­ღებ­ლო­ბა, არ არის ევ­რო­პუ­ლი. სა­ნამ ამას არ ვის­წავ­ლით, ჩვენ ვიქ­ნე­ბით პირ­ველ­ყო­ფი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ასე ვერ გავფრინ­დე­ბით. ჩემ­თვის ყვე­ლას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი მი­სა­ღე­ბია და თუ ჩემი აზრი ვინ­მეს­თვის ისე­თი მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ სიკ­ვდილს მი­სურ­ვებს, ეს მისი პრობ­ლე­მაა" - განუცხადა "ამბებს" ნინო ნადირაძემ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე