
რუსეთმა აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდების სანაცვლოდ კონკრეტული პირობების შესრულება მოსთხოვა, კრემლი დე ფაქტო რესპუბლიკის დენით უზრუნველყოფას 2025 წლის თებერვლამდე გააგრძელებს, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ თუ აფხაზები კვლავ გაჯიუტდებიან და რუსეთის მოთხოვნებს არ დასთანხმდებიან, ეკონომიკური სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება. ახლა სიტუაცია ისეთია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მობილურ კავშირს უკვე პრობლემები ექმნება.
მარია ზახაროვამ, რუსეთის საგარეო საქმეთა პრესპიკერმა, 25 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე აფხაზეთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფაზე ისაუბრა, მისი თქმით რუსეთი მზადაა აფხაზეთს „ჰუმანიტარული ელექტროენერგია" მიაწოდოს თებერვლამდე, თუმცა იმედს გამოთქვამს რომ აფხაზეთიც ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს. მედიასთან საუბრის დროს მან ხაზი გაუსვა აფხაზური მხრიდან რუსული ინვესტიციების მხარდაჭერის აუცილებლობას.
„ხელმძღვანელობს რა ჰუმანიტარული მოსაზრებებით, რუსეთმა აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ოფიციალური მომართვის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთში მიმდინარე წლის 23 დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ბოლომდე ელექტროენერგიის სოციალურ მიწოდებაზე."
ზახაროვამ ბრიფინგზე რამდენჯერმე ახსენა „ორმხრივი მოკავშირეობა", „კანონმდებლობის ჰარმონიზაცია" და „ორმხრივი ვალდებულებების ბალანსი".
"აშკარაა, რომ სამოკავშირეო ურთიერთობები გულისხმობს ორმხრივი ვალდებულებების ბალანსს, გამოვდივართ იქიდან, რომ სოხუმიც თავის წილ ნაბიჯს გადმოდგამს დოკუმენტების შესაბამისად, მათ შორის რაც შეეხება კანონმდებლობის ჰარმონიზაციას, რუსული ინვესტიციებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას და ა.შ."
რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიწოდებული ელეტროენერგია ლიმიტირებულია და თუ ღამით დენი არ იქნება, დე ფაქტო ხელისუფლებას მოსახლეობის ფიჭური კომუნიკაციებით უზრუნველყოფა გაუჭირდება.
როგორც რადიო „სპუტნიკს" კომპანია „აკვაფონის" დირექტორმა განაცხადა, რესპუბლიკაში 300-მდე სადგურია დამონტაჟებული, რომელთაგანაც მხოლოდ 200-ია აღჭურვილი გენერატორებით, ამასთან მათი მუშაობა გათვლილია კვირაში ერთ ან ორ გათიშვაზე, შესაბამისად ყველა გენერატორის გამოყენება შეუძლებელია. ასე რომ, მათ შეუძლიათ მხოლოს 50-60 სადგურს მოემსახურონ, რათა ხალხი კომუნიკაციის გარეშე არ დარჩეს.
მისივი თქმით დღეში 2-3 ტონა საწვავი იხარჯება, ხოლო ელექტროენერგიის ხშირი გათშვა ავარიებს იწვევს. ამიტომ ეს „სოციალური ელექტროენერგია" აფხაზეთში კრიზისს მხოლოდ ნაწილობრივ ანელებს.
ოკუპირებულ აფხაზეთში, საკანონმდებლო დონეზე, რუსეთს მისი გავლენის გაზრდის მცდელობა მინიმუმ 2 -ჯერ ჰქონდა - პირველი-ზაფხულში ე. წ აპარტამენტების კანონი, რომელიც საშუალებას აძლევდა უცხოელ ინვესტორებს (ამ შემთხვევაში მხოლოდ რუსებს) აეშენებინათ და დაერეგისტრირებინათ უძრავი ქონება და მეორე მეორე მცდელობა იყო ნოემბერში - რუსეთთან საინვესტიციო რატიფიცირების მცდელობა, რომელიც რუსულ ბიზნესს უამრავ პრივილეგიას უწესებდა.
აღსანიშნავია ის, რომ ორივე მცდელობას აფხაზების საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, ხოლო ნოემბერში დე ფაქტო პრეზიდენტი ბჟანია ჩამოაგდეს, რასაც მოჰყვა რუსეთის მხრიდან ბლოკადა.
მხოლოდ მას შემდეგ, რაც აფხაზეთში გაიჟღერა ქართული მხარიდან დახმარების მიღების შესაძლებლობამ, რუსეთმა „სოციალური ელექტროენერგიის" მიწოდება დაიწყო.
მარიამ ვეკუა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



