
ერთ თვეზე მეტია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთისგან ელექტროენერგიის მიწოდებას ითხოვს. 2 დეკემბრიდან დღემდე რუსეთი აფხაზეთის ამ მოთხოვნას უპასუხოდ ტოვებს. მძიმე ენერგოკრიზისში ჩაფლულ აფხაზეთში გაჟღერდა მოსაზრება, რომ სოხუმმა საქართველოს დახმარებით უნდა მიმართოს. ამის შემდეგ ორიოდე დღეში კი მოსკოვში აფხაზეთისთვის „ჰუმანიტარული ელექტროენერგიის“ მიწოდების გადაწყვეტილება მიიღეს. რა იყო ეს - უბრალო დამთხვევა, თუ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან კრემლის წარმატებული შანტაჟი?
ტრადიციულად, ზამთარი მძიმე პერიოდია ოკუპირებული აფხაზეთისთვის, სადაც ენგურჰესი ელექტროენერგიის მიწოდების ერთადერთი წყაროა, თუმცა მასში წყლის დონის ყოველი მკვეთრი ვარდნა აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის დეფიციტს ქმნის, რასაც ზამთრის პერიოდში აფხაზეთი დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთის მიერ მოწოდებული ელექტროენერგიით ავსებდა.
წელს ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დადგა, რადგანაც კრემლმა დაფინანსებაც შეუწყვიტა, რუსეთში აფხაზეთიდან ცირტუსებიც შეაჩერა და დენის მიწოდებაც მხოლოდ „კომერციულ ფასში“ შესთავაზა. ამას ასევე ემატება უკანონო მაინინგის პრობლემა, რაც აფხაზეთში ფართოდაა გავრცელებული და რუსეთიდან მიღებული ძირადღირებული ელექტროენერგიის მნიშვნელოვან ნაწილს შთანთქავს.
2 დეკემბრიდან მოყოლებული დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთისგან უშედეგოდ ითხოვდა დახმარებას. საბოლოოდ აფხაზეთშჲ გაჟღერდა მოსაზრება, რომ საქართველოს მიმართავდნენ დახმარების სათხოვნელად. 23 დეკემბერს კი დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბადრი გუნბამ განაცხადა, რომ რუსეთი განაახლებდა ელეტროენერგიის მიწოდებას და დღის განმავლობაში დენი მხოლოდ 4 საათით შეწყდებოდა.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ აფხაზეთის ენერგოკრიზისი კრემლის მიერ დადგმული სპექტაკლი იყო, თებერვალში დანიშნული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ რომელიც რუსეთისთვის მისაღები კანდიდატის რეიტინგის ამაღლებას ისახავდა მიზნად.
„აფხაზეთში იწყება „წინასაარჩევნო“ კამპანია. სწორედ ამ დღეებში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატების დასახელებაა, ერთ-ერთი იქნება გუნბა, რომელსაც რუსეთი, დიდი ალბათობით, მისთვის მისაღებ კანდიდატად მიიჩნევს. რუსეთის რიტორიკა ასეთია - თუ გუნბა გახდება პრეზიდენტი, აფხაზეთი რუსეთისგან მეტ დახმარებას მიიღებს,. შესაბამისად, მოსკოვმა სპექტაკლი გაითამაშა - ჯერ სრულიად წაართვა ელექტროენერგია აფხაზეთს, რაც აქამდე არ გაუკეთებია და შემდეგ , როცა გუნბა კანდიდატად დარეგისტირდა, რუსეთმა მიაწოდა ე.წ ჰუმანიტარული დენი“, - აგნაცხადა ზაქარეიშილმა „რეზონანსთან“.
მისივე აზრით, საქართველოს ხსენება ამ პროცესებში საკმაოდ საინტერესო იყო. ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ ოფიციალური თბილისის დუმილი ყველაფრის მთქმელია, ამ დროის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ, კითხვაზე - რისი გაკეთება შეეძლო თბილისს ამ პროცესებში, ის გვპასუხობს:
„არაფერს აკეთებს მთავრობა დიდი ხანია. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, აფხაზეთში კრიზისია. აქამდე შეეძლო გაეკეთებინა, ახლა არც ველოდებით.
„თუ მაინცდამაინც „ქართული ოცნება“ რამეს გააკეთებდა, უნდა ეთქვათ - ჩვენ მოგაწოდებთ ელექტრო ენერგიას ახალი წლის დღეებში, მაგრამ ამასთანავე გვაქვს პირობა - 2-3 კვირაში უნდა შეწყდეს მაინინგის წარმოება და თუ ეს ასე არ იქნება, საქართველო იძულებული იქნება შეწყვიტოს ელექტროენერგიით უზრუნველყოფა“.
ზაქარეიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ეგრძნობინებინა აფხაზეთის მოსახლეობისთვის რომ „ჩვენ მათთან ვდგავართ“.
პაატა ზაქარეიშილის თქმით, აფხაზეთი მომდევნო წელსაც აღმოჩნდება ენერგოკრიზისში და თუ რუსეთი არ დაიკმაყოფილებს აფხაზეთის მხრიდან აპარტამენტების მშენებლობის სურვილსა და რუსული ინვესტიციების მხარდაჭერას, მოსკოვი სხვადასხვა გზით მათ დასჯას გააგრძელებს:
„აფხაზემა თუ კვლავ კვლავ სიჯიუტე გამოიჩინა ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებაში, შანტაჟი გავრცელდება, თუმცა აქამდე მოვა გაზაფხულიც და ენგურჰესიც აივსება.“
ჩვენი რესპოდენტი ხაზს უსვამს რომ ქართულ მხარეს უფრო მეტი ინიციატივის გამოჩენა შეეძლო, მაგრამ „ახლა ამის მოლოდინიც არავის აქვს“.
„თუ ამასობაში „ქართული ოცნება“ არ შეიცვლება და რუსეთი აფხაზეთში მის მოთხოვნებს ვერ დაიკმაყოფილებს, ეს სცენარი აფხაზეთში შემდეგ წელსაც გათამაშდება“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ზაქარეიშილმა.
მარიამ ვეკუა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



