
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ელოდა გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიში მის წინასწარ დასკვნებს ადასტურებს, რაც მმართველ პარტიასა და ოპოზიციაში სხვადასხვანაირად იქნა აღქმული.
„მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკუტენტული. ეს იკითხება ეუთო/ოდირის დასკვნის საერთო შინაარსიდან", - განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით კი, ეუთო/ოდირის მოწოდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ ახალი არჩევნების ჩანიშვნას ნიშნავს: „მოწოდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ ახალი არჩევნების ჩანიშვნის ნიშნავს. ეს იმ კრიზისიდან გამოსვლის დემოკრატიული გზაა, რომლამდეც ამ არჩევნებმა საქართველო მიიყვანა
რა წერია ეუთო/ოდირის დასკვნაში
ანგარიშის თანახმად, მაშინ, როდესაც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ კანონიერი ჩარჩო შესაბამის საფუძველს ქმნის დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, ანგარიში ასევე ხაზს უსვამს, რომ ბოლო დროის ხშირი შესწორებები უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა, რამაც პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენებაზე შეშფოთება გაზარდა და იმეორებს „ოდირის" დიდი ხნის რეკომენდაციას ყოვლისმომცველი საკანონმდებლო გადახედვისთვის.
„მანდატის თანახმად, ეუთო/ოდირი არც სცნობს და არც ადასტურებს არჩევნებს, ნაცვლად ამისა, „ოდირი" უნივერსალურ პრინციპებზე, საერთაშორისო ვალდებულებებსა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე ყველა წევრი ქვეყნის მიერ აღებულ ვალდებულებაზე დაყრდნობით საარჩევნო პროცესის ყოვლისმომცველ და მიუკერძოებელ შეფასსებას იძლევა. ეს ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსაზრება არჩევნების ხარისხზე", - ნათქვამია განცხადებაში.
ანგარიში რიგ რეკომენდაციებს იძლევა, „რათა მხარი დაუჭიროს საქართველოში არჩევნების ეუთოს ვალდებულებებთან და სხვა საერთაშორისო ვალდებულებებთან და სტანდარტებთან დასაახლოებლად, რომლებიც დემოკრატიული არჩევნებისთვისაა საჭირო.
„ბევრ შემთხვევაში, დამკვირვებების 24%-ში, ხმის საიდუმლოება პოტენციურად შელახული იყო საარჩევნო უბნების შეუსაბამო შიდა განლაგებისა და ნიშნების გამო, რომლებიც ბიულეტენების უკანა მხარეს ჩანდა. დამატებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხშირად ახდენდნენ საარჩევნო პროცესის ვიდეო-გადაღებას, რასაც შესაძლოა, დამაშინებელი ეფექტი ჰქონოდა ამომრჩევლებზე.
დათვლის პროცესმა გამოავლინა პროცედურული ხარვეზები, მათ შორის გამოუყენებელი ბიულეტენების შეუსაბამო მოპყრობა, ხმების ხმამაღლა ვერგამოცხადება და ბიულეტენების ვალიდურობის დადგენაში არათანმიმდევრულობის შემთხვევები. საუბნო საარჩევნო კომისიებში შედეგების პროტოკოლების მოპყრობა არათანმიმდევრული იყო.
მაშინ როდესაც წინასწარი შედეგები სწრაფად გამოქვეყნდა ონლაინ ცესკოს მიერ, საკვანძო მონაცემები, საარჩევნო უბნების მიხედვით ამომრჩეველთა აქტივობა და არავალიდური ხმების რაოდენობა, მომხმარებლისთვის კომფორტულ ფორმატში არ გახდა ხელმისაწვდომი.
„პრიორიტეტული რეკომენდაციები მოიცავენ ამომრჩეველთა დაშინების, საჯარო მოსამსახურეებზე ზეწოლის, ხმების ყიდვისა და საარჩევნო ძალადობის პრევენციას; ყოვლისმომცველი საკანონმდებლო გადახედვის განხორციელებას საკანონმდებლო ჩარჩოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად;
საარჩევნო კომისიის წევრების დანიშნვის პროცესის გადახედვას, რათა მოხდეს ერთ რომელიმე პოლიტიკური პარტიის დომინაციის პრევენცია და სრულიად უზრუნველყოფილი იყოს ეფექტიანობა; პოლიტიკური დაფინანსების ზედამხედველობისთვის მკაფიო რეგულაციების განვითარებას; მედიის სარეგულაციო ორგანოს დამოუკიდებლობის უზრუნვესაყოფად ზომების შემოღებას; საარჩევნო დავების მოგვარებაში ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას; მოქალაქე დამკვირვებლებისთვის შესაძლებლობის მიცემას, რომ ზეწოლის ან დაშინების გარეშე იმუშაონ; და პროცედურული დამზღვევებით ხმის საიდუმლოების გარანტირებას.
„ოდირი" მზად არის არჩევნების შემდგომი შეშფოთებების მოგვარებაში დახმარების გასაწევად და სამომავლო არჩევნების გასაუმჯობესებლად მუშაობისთვის, რაც არ უნდა მოხდეს ამ და წინა ანგარიშებში რეკომენდაციების გათვალისწინებით, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის ყოვლისმომცველი გადახედვით", - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, მთლიანობაში საკონმდებლო ჩარჩო იძლევა ადეკვატურ საფუძელს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, თუმცა, ის ზედმეტად რთულია და ინარჩუნებს ხარვეზებსა და შეუსაბამომებს.
ასევე, დოკუმენტის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაცია ეფექტურად მართავდა არჩევნების ტექნიკურ ასპექტებს, ცესკო ატარებდა რეგულარულ სესიებს პირდაპირ ეთერში, ოპერატიულად აქვეყნებდა ყველა შესაბამის მასალას ინტერნეტშ და მოაწყო ვრცელი ტრენინგი და ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანიები.
„უფრო მეტიც, 2020 წლიდან, ჩარჩომ განიცადა 20-ზე მეტი გადახედვა, რამდენიმე მათგანი უკან გადადგმული ნაბიჯით აღინიშნებოდა, მათ შორის ისინი, რომელიც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ფართო პარტიული მხარდაჭერის გარეშე მიიღეს.
ასეთმა ხშირმა და ბოლო წუთებში მიღებულმა ცვლილებებმა ძირი გამოუთხარა საკანონმდებლო სტაბიულობას და წარმოიშვა შეშფოთება პოლიტიკური მიძნებისთვის შესაძლო ბოროტად გამოყენების შესახებ, რაც უეთოს ვალდებულებესა და საერთაშორისო კარგ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. მაშინ, როცა ადრე შესწორებები ეხებოდა ოდირისა და ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაციას და მიღებულ იქნა საჯარო კონსულტაციების შემდეგ, უახლესი, 2024 წლის შესწორებები, მათ შორის ის ცვლილებები, რომელმაც გააუქმა გენდერული კვოტა დეპუტატობის კანდიდატთა სიებზე, შეცვალა ცესკოს შემადგენლობა გადაწყვეტილების მიღების პროცესი ორი მესამედის უმრავლესობის მოთხოვნის გვერიდის ავლით, შემოიღეს ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის ან ფართო პოლიტიკური კონსენუსის გარეშე.
„ოდირისა" და ვენეციის კომისიის რამდენიმე გრძელვადიანი რეკომენდაცია დარჩა გაუთვალისწინებელი, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობასთან, ადმინისტრაციის რესურსების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად ყოვლისმომცველ რეგულაციასთან, კამპანიისა და მისი დაფინანსების ზედამხედველობასთან, მედიასთან და სააღცევნო დავების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
„27 ოქტომებრს გამოქვეყნებულ წინასწარი დასკვნების განცხადებაში, არჩევნებზე სადამკვირებლო მისიამ დაასკვნა, რომ მიუხედავად იმისა, არჩევნებმა „ამომრჩეველს შესთავაზა ფართო არჩევანი 18 კანდიდატიანი სიისთ, ის ჩატარდა ფესვგადგმული პოლარიზაციის ფონზე, გარემოში, რომელიც დაზიანებული იყო ახლახან მიღებული კანონმდებლობითა და მისი გავლენით, ძირითადი თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი გავლენით.
კონკურენტებს როგორც წესი, შეეძლოთ კომპანიის თავისუფლად წარმოება, მაშინ როდესაც კამპანიის რიტორიკა და სურათი იყო განხეთქილების შემომტანი. ცნობები ამომრჩევლებზე, განსაკუთრებით საჯარო სექტორის თანამშრომლებზე ზეწოლის შესახებ, კვლავ ფართოდ იყო გავრცელებული კამპანიის დროს.
ამან, არჩევნების დღეს ამომრჩეველთა ფართომასშტაბიან თვალყურის დევნებასთან ერთად, გააჩინა შეშფოთება იმის შესახებ, შეძლებდა თუ არა ზოგიერთი ამომრჩეველი ანგარიშისწორების შიშის გარეშე ხმის მიცემას.
საკანონმდებლო ბაზა იძლება ადეკვატურ საფუძველს დემოკრატიული არჩევნებისთვის, მაგრამ ბოლოდროინდელმა ხშირმა ცვლილებებმა უკუსვლა გამოიწვია, რამაც შეშფოთება გამოიწვია პოლიტიკური მიზნებისთის მისი პოტენციური გამოყენების შესახებ. არჩევნებისთვის მზადება იყო კარგად ადმინისტრაციული, მათ შორის ამომრჩეველთა ფართო განათლება ხმის მიცემის ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.
ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანმა დისბალანსმა და თანამდებობრივმა უპირატესობამ განაპირობა ისედაც არათანაბარი საარჩევნო გარემო. პოლარიზებულმა მედია გარემომ და კერძო საშუალებების პოლიტიკური პროპაგანდისთვის ინსტრუმენტალიზაციამ გავლენა მოახდინა ახალი ამბების მიუკერძოებელ გაშუქებაზე, რაც აფერხებდა ამომრჩევლების უნარს გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი", - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „მიუხედავად საარჩევნო ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი ძალისხმევისა, მოეზდინა ამომრჩევლების ინფორმირება ახალ ტექნოლოგიებზე, არჩევნებზე ბევრ ამომრჩეველს შეექმნა სირთულეები და სათანადო ინსტრუქტაჟი არ მიიღო, რამაც გამოიწვია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ხშირი შემთხვევები".
აღსანიშნავია ისი, რომ დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო კამპანიის რიტორიკჯა და სურათი განხეთქილების შემომტანი იყო და როგორც მმართველმა, ისე ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს ძალადობის ცალკეული ინციდენტების, ღონისძიებების შეფერხებისა და კამპანიის მასალების დაზიანების შესახებ.
„მმართველი პარტიის წარმომადგეენლებმა საჯარო განცხადებები გააკეთეს ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმის შესახებ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვით, რაც ეწინააღმეგება დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპს.
მაღალი დონის და ადგილობრივი ოფიციალური პირების კამპანიამ, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ფინანსურმა წახალისებამ, ისევე როგორც სამთავრობო ამნისტიის პროგრამა, მიუხედავად იმისა, რომ არ ეწინააღმდეგება კანონს, შექმნა თანამდებობაზე ყოფნასთან დაკავშირებული გადაჭარბებული უპირატესობა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ხელისუფლების ჭეშმარიტი ვალდებულება, აღკვეთა სახელმწიფო რესუსრებით ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენა", - აღნიშნულია ანგარიშში.
პოლიტიკური შეფასებები
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნა იმეორებს იმ დასკვნას, რომელიც წარმოდგენილი იყო არჩევნების შემდეგ.
„ეს დასკვნა იმეორებს იმ დასკვნას, რომელიც წარმოდგენილ იქნა უშუალოდ არჩევნების დღის შემდეგ და მაშინ ამ დასკვნამ გამოიწვია ძალიან დიდი გაღიზიანება მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში, ველოდებით ასეთივე გაღიზიანებას ამ შემთხვევაშიც. ჩვენ მზად ვართ ეუთო/ოდირთან თანამშრომლობისთვის. არის კონკრეტული რეკომენდაციები ამ დასკვნაში და მზად ვართ, რომ ერთად ვიმუშაოთ ყველა რეკომენდაციის სათანადოდ განხილვისთის და შესაბამისი რეკომენდაციები, სადაც ეს მიზანშეწონილად ჩაითვლება", - განაცხადა კობახიძემ.
ასევე, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული.
„მთლიანობაში ხედავთ, რომ ეუთო/ოდირი აღიარებს არჩევნებს, ასევე ქართული საზოგადოებაც. ეს არის მთავარი. პირველი, ვინც, აძლევს ლეგიტიმაციას არჩევნებს, ეს არის ქართველი ხალხი, რომელმაც არჩევნები აღიარეს. ეს არის ის ქართველი ხალხი, რომელმაც 54%-თ აირჩია „ქართული ოცნება", ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო ეუთო/ოდირის დოკუმენტიც და მადლობა კიდევ ერთხელ მას, რომელმაც სათანადოდ შეაფასა საქართველოში ჩატარებული არჩევნები", - განაცხადა პრემიერმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სიუპრიზი არ არის ის, რომ დასკვნაში ასახულია ის პოზიციები, რაც ფიქსირდებოდა თავად ოპიზიციის მხრიდან", - განაცხადა პრემიერმა.
„ეუთო/ოდირის დასკვნა სრულყოფილად აფასებს წინასაარჩევნო გარემოს, შემდეგ უკვე არჩევნების დღესაც და არჩევნების შემდეგ პერიოდსაც. ძირითადად ის ეთხვევა იმ დებულებებს, რაც უკვე გაჟღერებული იყო ეუთო/ოდირის მიერ წინასწარ, როდესაც შეფასდა თავად არჩევნები, თუმცა ვხედავთ, რომ ამ დასკვნაში უფრო ფართოდ არის მოცემული ის რეკომენდაციები, რაც მიეცა ხელისუფლებას იმისთის, რომ ვიმუშავოთ იმ ხარვეზების აღმოსაფვრელად, რაც არჩევნების პერიოდში დაფიქსირდა.
რა თქმა უნდა, არც სიუპრიზი და არც გასაკვირი არაა, რომ მასში ასახულია ის პოზიციები, რაც თავად ოპოზიციის მხრიდან ფიქსირდებოდა. ოპოზიციისთვის არასდროს ყოფილა მიზანი ამ არჩევნებში კეთილსინდისიერად მონაწილეობა და არჩევნების შედეგების აღიარება. მისი მოწოდებები მიმართული იყო სწორედ იქით, რომ არჩევნების დისკრედიტაცია მოეხდინათ და შემდგომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დაესვათ კითხვის ნიშანი.
თუმცა ვფიქრობ, ეს ანგარიში იმას მოწმობს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ასეთი კითხვის ნშნები არსებობდეს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა „პირველ არხთან".
„ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ეუთ/ოდირის დასკვნას გამოეხმარა და თქვა, რომ ეს არის ყველაზე ნეგატიური დასკვნა ქართული არჩევნების ისტორიაში.
„საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ შედგა! ეს არის ეთო/ოდირის ყველაზე ნეგატიური დასკვნა ქართული არჩევნების ისტორიაში!
პირველად ქართული არჩევნების შეფასებისას არ არის ნახსენები სიტყვები: სამართლიანი და თავისუფალი - ეს არის არაღიარება! ეს არის „ქართული ოცნების" კრახი!
ეუთო/ოდირის მანდატი არ გულისხმობს არჩევნების ლეგიტიმურობის დადგენას. ის ამბობს, რომ საზოგადოებამ თავად უნდა გამოიტანოს დასკვნა, აქვს თუ არა ნდობა სააღცევნო პროცესის მიმართ - ქართული საზოგადოების დასკვნა და ნდობა უკვე 23 დღეა ნათლად ჩანს რუსთაველზე, თბილისის ქუჩებში და მთელ საქართველოში იმ პროტესტით, რომელსაც ჩვენ ვაფიქსირებთ!
დასკვნა: ეს იყო რუსული სპეცოპერაცია! არჩევნები მიითვისეს! ხელისუფლება არალეგიტიმურია!
ახალი არჩევნები! სხვა გამოსავალი არ არის! საქართველოს რუსეთში არ გავატანთ!", - წერს მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქზე".
აღსანიშნავია ისიც, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი გამოეხმაურა ეუთო/ოდირის დასკვნას და „ტვიტერში" დაწერა:
„შურისძიების შიშის გარეშე არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. საქართველოში გამართულ ბოლო არჩევნებზე აღნიშნული დემოკრატიული უფლება დაიეღვა. ოდირის დასკვნები და რეკომენდაციები უნდა შესრულდეს", - წერს მინისტრი.
„ოდირის" დასკვნას „საიას" თავმდჯომარე ნონა ქურდოვანიძეც ეხმაურება და „ფეისბუქზე წერს, რომ „დაშინების და ზეწოლი გარემოში, სადაც ხმის ფარულობა სისტემურად ირღვეოდა, ხოლო საარჩევნო დავები არ წყდებოდა სამართლიანი პროცედურების დაცვით, ეუთო ვერ იტყოდა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო და არც თქვა".
„მიუხევადად იმისა, როგორ ეცდებიან ამ შეფასების ინტერპრეტაციას, ანგრაშის წაკითხვა ყველას შეუძლია. თარგმაბიც დაიდება. ლეგიტიმურობის შეფასება ეუთოს მანდატში არ შედის და ამას ხალხი თავად აკეთებს", - წერს ქურდოვანიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



