რეზონანსი
(20.12.2024)

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ პარასკევს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით თქვა, რომ დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლა მთავრობის ლეგიტიმაციის აღიარებას არ ნიშნავს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შეცვლის აუცილებლობაზე ილაპარაკა და უახლოესი კვირების განმავლობაში სამუშაო ჯგუფი შექმნა დაანონსა, რომელიც კანონის შეცვლაზე იმუშავებს. შეხვედრაზე აქცენტი გააკეთდა ევროპის საბჭოს მოთხოვნაზე, რომ სახელმწიფო უწყებებმა შეწყვიტონ არაპროპორციული ძალის გამოყენება და გაათავიუფლონ ადმინისტაციული წესით დაკავებულები.

ბერსემ თბილისში ჩამოსვლის მიზეზებზე და მიზნებზე ისაუბრა. მის თქმით, მთავარი მიზანი იყო შეხვედროდა ყველას, ვისაც პოლიტიკური ამინდის შექმნაში მცირე წვლილი მაინც მიუძღვოდა, „რადგან ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიის ქვაკუთხედი არის დიალოგი", და ყველა მხარე ვალდებულია გახსნას დიალოგი და პატივი სცეს დემოკრატიას.

„მე აქ უპირველესად იმისთვის ვარ, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო საქართველოს და მის მოსახლეობას. ისინი იმსახურებენ სტაბილურ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას. საქართველო არის ევროპის საბჭოს სრული და ძალიან ძვირფასი წევრი უკვე 25 წლის განმავლობაში. აქ არ ვარ ჩამოსული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის".

გენმდივანმა შეხვედრის ფარგლებში „გავლენების კანონზე" ისაუბრა და ხაზგასმით თქვა, რომ ის უნდა შეიცვალოს. მეტიც, ირწმუნება, რომ მთავრობის წევრებისგან გარკვეული სახის დაპირებებიც მიიღო, რომ უახლოეს მომავალში კანონში შინაარსში ცვლილებები შევა. აღნიშნა, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში ევროკომისია ექსპერტებით დაკომპლექტებულ სამუშაო ჯგუფს შექმნის და ქართულ მხარესთან ერთად იმუშავებს, რომ ეს კანონი შეიცვალოს ან ჩაჯდეს „ევროპულ ჩარჩოებში".

„ეს კანონმდებლობა აუარესებს ფიზკური პირების მდგომარეობას, ეს კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს , როგორც ამას გვეუბნება ვენეციის კომისია. მე გარკვეული სახის დაპირებები მივიღე მთვრობისგან. ველოდები შედეგს".

კითხვაზე, აქვს თუ არა ქართული მხარისგან თანამშრომლობის იმედი, უპასუხა, რომ საქართველო 25 წელი უკვე ევროპის საბჭოს წევრია, შესაბამისად მას აქვს ვალდებულებები, შეასრულოს ის მოთხოვნები, რაც წევრ ქვეყნებს ეკისრებათ: კანონის უზენაესობა, მართამსაჯულება და ადამიანის უფლებები. გააჟღერა, რომ ღრმა რწმენა აქვს, ქართული მხარე გააკეთებს ყველაფერს, რათა ეს მრავალწლიანი თანამშრომლობა გაგრძლედეს.

„გვაქვს მოლოდინი, რომ კანონი შეიცვლება. 3 დღეა აქ, დელეგაციასთან ერთად ვარ. ჩვენ აქ დასასვენებლად ხომ არ ჩამოვსულვართ? აქტიურად ვიმუშავეთ, შევხვდით ყველას და მივიღეთ დაპირება, რომ ჩვენ საბოლოოდ ვიმუშავებთ ერთობლივად შემდეგი კვირის განმავლობაში და დავიწყებთ კანონის ცვლილებას და რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს შეიცვლება. ეს ნათელია. ასევე ნათელია ის, რომ გვაქვს სიტყვები, გაცემული დაპირებები, ვალდებულებები, მაგრამ ეს ყველაფერი ფაქტი უნდა გახდეს. დაგვჭირდება დრო," -განაცხადა ბერსემ კონფერენციაზე.

კონკრეტული დრო როდის დაიწყება ცვლილებები კანონში და შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, უცნობია, თუმცა დელეგაციის თქმით „საუბარია არა წლებზე, არამედ კვირებზე".

გენმდივანი არ საუბროს ბიძინა ივანიშვილთან საუბრის დეტალებზე,თუმცა აღნიშნავს რომ საუბრის ძირითდი ნაწილი შეეხებოდა იმას, „თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ევროპულ ოჯახში ყოფნას", თუმცა კონკრეტული დაპირებები ივანიშვილისგან არ მიუღია.

შეხვედრაზე საუბრის დროს აქცენტი გააკეთა, რომ ივანიშვილთან დაკავებულების გათავისუფლებაზე საუბარი არ უწარმოებია და კონკრეტული დაპირებები მიიღო მხოლოდ მთავრობისგან. „უდავოდ, ბიძინა ივანიშვილს აქვს გავლენა ქვეყანაში - თუმცა ყველა დაპირება, რაც მივიღეთ საბოლოოდ, მივიღეთ მთავრობისგან."

პრესკონფერენციაზე კითხვები გაჩნდა ოპოზიციის იმ ნაწილზეც, რომლებმაც ევროპის საბჭოს დელეგაციასთნ შეხვედრაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ეს „ივანიშვილის რუსულ წისქვილზე წყლის დასხმა იქნებოდა". გენდმდივანმა ხაზგასმით აღნიშნა,რომ საქართველოში ის პოლიტიკური პროცესების გასამარტივებლად ჩამოვიდა, ასე რომ დასთანხმდებოდა თუ არა პოლიტიკური კლასი შეხვედრას ეს მათი არჩევანის თავისუფლება იყო.

„ყველაფერი ხდება ქართველი ხალხითვის, ყველაფერი ხდება მათი უფლებების დასაცავად, რატომ არ შემხვდნენ ეს მათ ჰკითხეთ, ჩემი პრობლემა არაა".

გენმდივანმა შეხვედრაზე აღნიშნა რომ ევროპის საბჭოს საქართველოსთვის გეგმაც აქვს მომზადებული, 2024-2027 წლისთვის და „ამ ინსტრუმენტის, შესაბამისად, გამოყენებაც მნიშვნელოვანია". დაანონსა რომ იანვარში ადამინის უფლებათა კომისარი გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას.

ალენ ბერსემ კიდევ ერთელ მოუწოდა, როგორც ოპოზიციას, ისე მმართველ პარტიას „გახნას დიალოგი", რადგან „ ევროსაბჭო ამისთვის მზადაა".

ოპოზიციაში აცხადებენ რომ დიალოგი ხელისუფლებასთან წარმოუდგენელია, ერთადერთი დიალოგი, რაც ამ ხელისუფლებასთან შედგება, არის ხელახალი არჩევნები, „რაც არ უნდა ილაპარაკოს გენერალურმა მდივანმა ან სხვამ" - აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ. მისი თქმით, არცერთი პოლიტიკური ჯგუფი ამ თამაშში არ ჩაერთვება, გენერალური მდივნის მოწოდების მიუხედავად.

მმართველი პარტია კი ევროპულ საბჭოთან თანამშრომლობისთვის მზადაა და ყველა იმ დაპირების შესრულებას აანონსებს, რაც ბერსესთან გაჟღერდა. პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, ერთ-ერთ გაჟღერებულ პირობას ადმინისტრაციული წესით დაკავებულების გათვისუფლება წარმოადგენდა, შესაბამისად თვის ბოლომდე დაკავებულები გათავისუფლდებიან.

„ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა არის 15 დღე, შესაბამისად, თვის ბოლომდე დაკავებულები გათავისუფლდებიან - ეს არ ეხებათ მათ, ვინც სისხლის სამართლებრივი ბრალდების ქვეშ არიან - ეს განმარტება მივეცით გენერალურ მდივანს," - აღნიშნა ალენ ბერსესთან საუბრის თობაძე კობახიძემ.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მთავარ ვალდებულებას ხალხს და ქართულ მხარეს ანიჭებს, რადგან მხოლოდ გარე ძალების მხრიდან „დიალოგების თავსმოხვევა შეუძლებელია".

მარიამ ვეკუა

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე