
„ქართული ოცნება" იმედოვნებს, რომ აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის თარიღი გახდება ის გარდამტეხი, რაც სიტუაციას შეცვლის როგორც გლობალური თვალსაზისით, ისე საქართველოში. ოპოზიცია პრაქტიკულად გამორიცხავს, რომ 20 იანვრის მერე ძირეული ცვლილება მოხდეს, მათი თქმით, „ტრამპთან დაკავშირებით „ოცნების" ყველა ნარატივი ტყუილია".
„ხელისუფლების მოლოდინები რეალისტურია და იქიდან გამომდინარე, რომ ტრამპი ძალიან მოქნილი პოლიტიკოსია, დავინახავთ, რომ იანვრის ბილოდან საგრძნობ ნაბიჯებს გადადგამს როგორც ამერიკულ შიდა პოლიტიკაში, ასევე საერთაშორისო ურთოერთობის მხრივაც. როგორც კი საერთაშორისო ურთიერთობები გადაიტვირთება, დაძაბულობის კერები ჩაქრება, როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე საქართველოში", - განაცხადა „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ.
„ერთის მხრივ ეს 20 იანვარი თარიღად უკიდიათ, რომლითაც მის მომხრეებს აგულიანებენ, რომ, აი, მოვა ტრამპი და შეიცვლებაო. მერე ნელ-ნელა ლაპარაკი დაიწყება და უკვე დაიწყეს, რომ ასე უცბად არ შეიცვლება და 20 იანვრის მერეც რომ არ შეიცვლება, მერე შეეცდებიან კიდევ გადააგორონ, რომ, აი, ახლა დრო სჭირდება და მერე გაირკვევა ყველაფერიო. ამასობაში კი იმედი აქვთ, რომ ეს პროტესტი შეწყდება", - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი.
რა შეიცვლება 20 იანვრის შემდეგ
დავით ზურაბიშვილი არ ელის, რომ აშშ-ს პოზიციაში ტრამპის მოსვლის მერე მკვეთრი ცვლილებები იქნება და თუ იქნება, „იქნება ზეწოლის თვალსაზრისით". ამბობს, რომ ინაუგურაცია ესაა „ერთგვარი ხავსი".
„ტრამპის ინაუგურაცია - ეს არის ერთგვარი ხავსი, აი, წყალწაღებული რომ ხავსს მოეჭიდება. აქ იმედია იმაზე, ტრამპის ადმინისტრაცია რომ მოქმედებას დაიწყებს, საქართველოს მიმართ მოთხოვნები შეწყდება, რომ აქ რაღაც დემოკრატიული რეფორმები გაატაროს, ამერიკისგან ეს წნეხი აღარ იქნება, ევროპას ამასაც აღარ მოსთხოვს, პუტინთან რაღაც საერთო ენას გამონახავს და ა.შ. მოკლედ, „ოცნებას" ყველა თავს დაანებებს, საერთაშორისო დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება, უსაფრთხოებისა და სხვა სფეროებში აშშ-სთან თანამშრომლობა იქნება, ოღონდ ამათ დემოკრატიას არ მოსთხოვს. ხელისუფლების იმედი ისაა, რაც ჩემთვის ცნობილია, რომ თავის დროზე, სუს-ის უფროს ლილუაშვილს რომ წერილი გაატანა ამერიკაში და იქ ეწერა ზუსტად ეს, რომ ამერიკასთან თანამშრომლობისთვის მზადაა თუნდაც უსფრთხოების სფეროში, შეიძლება ანაკლიის პორტის საკითხებიც განიხილოს, ოღონდ დემოკრატიას მას ნუ მოსთხოვენ და აღიაროს ამერიკამ, რომ აქ ბიძინა მეფე, ღმერთი და ყველაფრის უფალია. ეს იმედი აქვთ და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს იმედები ამაოა და არ მოხდება.
„ერთის მხრივ ეს 20 იანვარი თარიღად უკიდიათ, რომლითაც მის მომხრეებს აგულიანებენ, რომ, აი, მოვა ტრამპი და შეიცვლება ყველაფერი. მერე ნელ-ნელა ლაპარაკი დაიწყება და უკვე დაიწყეს, რომ ასე უცებაც არ შეიცვლება და 20 იანვრის მერეც რომ არ შეიცვლება, მერე შეეცდებიან კიდევ გადააგორონ, რომ, აი, ახლა დრო სჭირდება და მერე გაირკვევა ყველაფერიო. ამასობაში კი იმედი აქვთ, რომ ეს პროტესტი შეწყდება, გაილევა და თუ პროტესტი არ იქნება, ბიძინა ივანიშვილისთვის გაცილებით იოლი იქნება ტრამპთანაც და ევროპულ ქვეყნებთანაც ურთიერთობის ასე თუ ისე აწყობა. ბიძინა ივანიშვილთან კი არა, კაციჭამია დიქტატორებთან ჰქონიათ ურთიერთობა, თუ სხვა ალტერნატივა არაა. ცხადია ეს მეგობრულ-პარტნიორული არ იქნება, მაგრამ იზოლოაციაშიც არ იქნებიან. ივანიშვილს იზოლაციის ძალიან ეშინია და სანამ ეს აქციები მიმდინარეობს, სანამ ხალხი აპროტესტებს, მანამდე ევრპიდანაც და ამერიკიდანაც ზეწოლა იქნება, რომელი ადმინისტრაციაც არ უნდა მოვიდეს ამერიკაში.
„ტრამპი საერთოდ თავის არაპროგნოზირებადი ნაბიჯებითაა ცნობილი, მე არ ველი, რომ რაღაცა მკვეთრი ცვლილებები იქნება ამერიკის პოზიციაში და თუ იქნება, იქნება ზეწოლის თვალსაზრისით. ერთი, რასაც ველი, ისაა, რომ ტრამპმა შესაძლოა ევროპას მოსთხოვოს, რომ თავის საქმეებს თავად მიხედოს, საქართველო იქნება თუ არა ევროკავშირის წევრი, ეს თქვენ გადაწყვიტეთო. ანუ ევროპას გადააბაროს და არაა გამორიცხული, რომ ეს ტვირთი საფრანგეთზე გადავიდეს, რაც ხელისუფლებისთვის სულ არ იქნება მაინცდანაინც სასიამოვნო ამბავი", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".
ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით, რამდენიმე ფუძემდებლური ფატქორი მეტყველებს, რომ ხელისუფლების პროგნოზი და იმედები რეალისტურია. მისი თქმით, ტრამპსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ღირებულებებითი ბმაა და „მოკავშირეობაც უფრო ღრმა იქნება".
„არაერთხელ ითქვა, რომ დონალდ ტრამპთან, ვიქტორ ორბანთან, სლოვაკეთის პრემიერ ფიცოსთან „ქართულ ოცნებას" აკავშირებს ღირებულებით-ფასეულობითი ბმა. ისინი საერთო ღორებულებებს იზიარებენ, ესაა პატრიოტიზმი, სუვერენიტეტის დაცვა, საზოგადოების და განსაკუთრებით მოზარდების დაცვა ლგბტ პროპაგანდისგან. ეს ტრამპის წინასაარჩევნო პროგრამაში მთავარი გზვანილები იყო და მისი მრავალწლიანი სლოგანია - „ამერიკა უწინარესად", რაც ყველაფერს ასახავს. როდესაც ორ პოლიტიკურ ძალას შორის ღირებულებითი ბმაა, ბუნებრივია მოკავშირეობა უფრო ღრმა იქნება და აღარ იქნება საქართველოს უსინდისო დამუნათება, მაგალითად, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონზე, გამჭვირვალობაზე და ა.შ.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია - აშშ-ს მთავრობაში ახალი დეპარტამენტი იქმნება, ესაა ხარჯების შემცირების დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ილონ მასკი იქნება, რომელიც ასევე პატრიოტული ღირებულებებით გამოირჩევა. ამ დეპარტამენტის მთავარი მიზანი ისაა, რომ 2 ტრილიონი დოლარით შეამციროს როგორც ამერიკაში ბიუროკრატიული გაბერილი ხარჯები, ასევე უცხოეთში დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების თანხები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, რომელსაც აშშ-ს გადასახადის გადამხდელები აფინანსებენ. როგორც ტრამპის გუნდი აცხადებს, ეს უყაირათოდ დახარჯული ფულია, შავი ფულია, ეს მათი სიტყვებია, რომლითაც ხელს ითბობენ გრანტების გამცემნი. ამას ამერიკელი რესპუბლიკელი პოლიტიკოსები ამბობენ და არა ქართველი პოლიტიკოსები.
„ამ ზოგადი ჩამონათვალის მიღმა კიდევ სხვა საკითხებია, რაც საქართველოს იმ წნეხს მოუხსნის, რაც ახლა დასავლეთიდან აქვს. რაც მთავარია, ამ ჩამონათვალში არის ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დაპირება - უკრაინაში სისხლისღვრა დაუყოვნებლივ შეწყდეს და მშვიდობიანი ხელშეკრულებით დამთავრდეს. როგორ კი უკრაინაში მშვიდობა გაფორმდება, დღის წესრიგიდან მოიხსნება საქართველოს დამუნათება, რომ მეორე ფრონტი გაიხნსას და ა.შ.
„რამდენიმე ფიუძემდებლური ფაქტორია, რითაც საქართველოს შვება ექნება განვითარებისთვის და მშვიდობიანი პოლიტიკის განხორციელებისთვის, ესაა მთავარი და კიდევ იქ სხვადასხვა მიმდინარეობებია, რაშიც დიდი ალბათობით საქართველო-ამერიკის ამჟამად ვაშინგტონიდან დაზიანებული ურთიერთობა და როგორც კი აშშ მსოფლიოში პოლიტიკის გადატვირთვას იწყებს, რასაკვირველია, მას მიჰყვებიან მისი მიმდევრები ევროპულ კავშირში.
„ახლა გარკვეული მუქარები და შანტაჟი ძალიან ტრაგიკომიკურია ბალტიის ქვეყნებიდან, ევროკავშირისგან საქართველოს ე.წ. არადემოკრატიულ არჩევნებზე და ა.შ. მოლოდინები რეალისტურის და იქიდან გამომდინარე, რომ ტრამპი ძალიან მოქნილი პოლიტიკოსია, ჩვენ უკვე დავინახავთ, რომ იანვრის ბოლოდან საგრძნობ ნაბიჯებს გადადგამს, როგორც ამერიკულ შიდა პოლიტიკაში, ასევე საერთაშორისო ურთიერთობის მხრივაც. როგორც კი საერთაშორისო ურთიერთობები გადაიტვირთება, დაძაბულობის კერები ჩაქრება როგორც სამხრეთ კავკასიაში, საქართველოში, ისე ომი დასრულდება უკრაინაში, მოგვარდება რუმინეთის ჩაგდებული დემოკრატიული არჩვენების საკითხი, საკითხი მოგვარდება სირიაშიც. რა თქმა უნდა, ამით იხეირებს არა მხოლოდ სუვერენული საქართველოს საზოგადოება, ასევ მსოფლიოს იქ პატარა ქვეყნები, რომლებიც თავიანთ სუვერენინეტს კბილებით იცავენ და ამის გამო აგენტოკრატიის მხრიდან დროებით არიან დამუნათებულები.
„ვერ ვიტყვი, რომ აგენტოკრატია და გლობალური მის პარტიის გავლენები გაქრება თუნდაც აშშ-სა და ევროპაში, მაგრამ ტრამპი ერთ-ერთი მთავარი გარანტორი იქნება, რომ ეს გავლენები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი", - განაცხადა გია აბაშიძემ რეზონანსთან".
რა მოლოდინი აქვს „ოცნებას" და ოპოზიციას
პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 20 იანვრიდან სიტუაცია შეიცვლება და „შანტაჟი დასრულდება",
„ასეთ დროს, როდესაც კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები საქართველოს შანტაჟისთვის იცლიან და უკვე ჩავარდნილი მაიდნის მხარდაჭერას ცდილობენ, ეს არის გაუგებარი. თუმცა, გამოჩნდა, რომ ამ შანტაჟს არავითარი ძალა არ აქვს, რასაც ჩვენს მიერ 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამაც შეუწყო ხელი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 20 იანვრიდან საბოლოოდ დასრულდება შანტაჟის ეს პრაქტიკა, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების და ჩინოვნიკების მხრიდან, დასრულდება ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის" დაბრუნების მცდელობა. ეს მცდელობა და შანტაჟი გრძელდება სამი წლის განმავლობაში და ეს შანტაჟი და ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა სამი წლის თავზე აუცილებლად უნდა დასრულდეს. ეს არის მნიშვნელოვანი მათ შორის იმისათვის, რომ აღდგეს ქართული საზოგადოების თვალში დაკარგული ნდობა ევროპული სტრუქტურების მიმართ", - განაცხადა პრემიერმა.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" ყველა ნარატივი ტყუილია.
„პირდაპირ გეტყვით, რომ სწორედ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია იქნება, რომელიც ბოლო ლურსმანს დაარჭობს კუბოზე „ქართული ოცნების" თვითმარქვია რეჟიმს და თქვენ ამას დაინახავთ. დანარჩენი ყველაფერი არის ჩვეულებრივი პროპაგანდა. როგორც ესპანეთის, იტალიის, რუმინეთის, ევროპის საბჭოს პოზიცია იყო ტყუილი, ზუსტად ასეთივე ტყუილი არის ტრამპთან მიმართებაში ყველა ნარატივი, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი და პროპაგანდისტული მედია ავრცელებს. მეტი არაფერი. ვაი თქვე საცოდავებო - ეს შემიძლია შევუთვალო ამ ადამიანებს", - განაცხადა ვაშაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



