რეზონანსი
(12.12.2024)

მსახიობი დუტა სხირტლაძე 18 წლის სამოქალაქო აქტივისტს, სანდრო ქინქლაძის დაკავებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში ახალგაზრდების მხარდამჭერს პოსტს აქვეყნებს: 

"ბავშვია, ბიჭო!!! ბავშვიიიიი!!!  გამოუშვით!!! ჩემი მხარდაჭერა შენ, კარგო ბიჭო და ყველას ვინც ამ დღეებში უმოწყალოდ სცემეს (მათ შორის ჩემი უმცროსი კოლეგებიც). პატარა გოგო-ბიჭებს... ჟურნალისტებს, ოპერატორებს... ქვეყანა ამათია. შვილებისაა... ვიღაცეები "ბანდერლოგებს" უწოდებენ. აი, ამათ... ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ახალ თაობას... თავისუფლებაში დაბადებულებს. ამათი გონება რომ მოგცათ მაგინებლებს - ისე შეგრცხვებოდათ საკუთარი თავის. თუ არ გჯერათ - გაბედეთ და დაელაპარაკეთ. ნებისმიერს. თუმცა რაზე უნდა დაელაპარაკოთ... ბავშვები, შვილები, ახალი თაობა - ესაა ჩვენი საზრუნავი და ჩვენი მომავალი... ამათ ვერავინ მოერევა. ვერც ვერავინ მორევია. ვერასდროს" - წერს დუტა სხირტლაძე და სანქდრო ქინქლაძის ფოტოს აზიარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე