რეზონანსი
(24.11.2024)

ცნობილია კახეთში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული 2 ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან გიორგი ჩანყოშვილი და მამუკა გულიაშვილი.
ინფორმაცია კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტ სოფელ კარდენახში მომხდარი მკვლელობის შესახებ რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.
უცნობმა პიროვნებამ 2 ადამიანს გაუხსნა ცეცხლი. ორივე მოკლული 35 წლამდე ასაკისაა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე გზაში იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც თვითმხილველებს საავადმყოფოში გადაჰყავდათ.
სავარაუდო მოტივი არის შურისძიება.
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე




