რეზონანსი
(17.11.2024)

შორენა ონიანის ქმარი გიგა ცხელიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ამასთან, ის გვიზიარებს მეუღლის ვიდეოებს, რომლებიც ორსულობის პერიოდშია გადაღებული.
„მე დავმარცხდი, მე ყველაფერი ვცადე მის გადასარჩენად ის 0.1%-იც გავრისკე რომ გადამერჩინა და თურქეთში დასრულდა, შორემ დამიტოვა 2 ანგელოზი. შენ სიცოცხლეში მხოლოდ 5 წამით გქონდა საშუალება ლოყაზე მოგახუტეს შვილები. ზეციდან დაიფარე შენი ანგელოზები...“, – წერს შორენას მეუღლე.
ცნობისთვის, შორენა ონიანი, რომელმაც ტყუპები გააჩინა, გარდაიცვალა. საზოგადოება მის დასახმარებლად გაერთიანდა, მაგრამ გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე




