
რისთვის ჩამოვიდნენ ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში და რა გეგმა აქვთ მათ ოპოზიციასთან ერთად? როგოც ოპოზიციაში აცხადებენ, EU-ს დელეგაციის ლიდერებს და პროდასავლური ოპოზიციას აქვს ერთიანი გაგება იმაზე “თუ რა ტიპის ზეწოლა უნდა მოხდეს „ქართული ოცნებაზე“ ევროკავშირის მხრიდან“.
მათი თქმით, ეს არის მყარი და უპრეცედენტო მხარდაჭერა ქართველი ხალხის, მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ეს არის მოპარული არჩევნები. ამიტომ ქართველმა ხალხმა, უნდა დაინახოს, რომ არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ მთელი საზოგადოება ერთიანდები, ევროპელები და ბრძოლისთვის განწყობილები არიან.
ასევე ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ ევროკავშირმა მმართველი გუნდის ლიდერების წინააღმდეგ სანქციები აამოქმედოს, თუმცა, ამბობს, რომ “აბსოლუტურად ყველა მექანიზმის ზეწოლის “ოცნებაზე“ და მხარდაჭერის ქართველ ხალხზე არის განხილული და მიდის ამაზე მოლაპარაკება, რომელშიც სრული ერთიერთგაგება არსებობს“.
კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ევროკავშირის დელეგაციის წვრებთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ მხარეებმა იმ ბენეფიტებზე ისაუბრეს, რომლის დაკაერგვის საფრთხის წინაშეც დგას ქვეყანა.
“ახლა იმაზე კი არა არის საუბარი, რომ წინ წავიწიოთ, არამედ იმაზე, რომ რაც გვაქვს იმასაც ვკარგავთ“, - აღნიშნავს ჯაფარიძე. ჯაფარიძის თქმით, მათ აქვს საერთაშორისო გამოძებაზე სრული მზაობა, უბრალოდ მექანიზმებზეა საუბარი, როგორ შეიძლება გაკეთდეს ეს.
“საუბრის 80 % დაეთმო იმას, რომ არათუ შეწყდა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, არამედ იმ ბენეფიტების დაკარგვაზეა საუბარი, რომლებსაც საქართველო იღებს. გავფრთხილებდნენ არჩევნებამდე, რომ თუ ის არ ჩატარდებოდა თავისუფლად და სამართლიანად, ევროკავშირი მიიღებდა ზომებს და დავკარგავდით ბენეფიტებს. ახლა იმაზე კი არა არის საუბარი, რომ წინ წავიწიოთ, არამედ იმაზე, რომ რაც გვაქვს იმასაც ვკარგავთ.
„განხილვის ერთ-ერთი საგანი იყო საერთაშორისო გამოძიება - თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უფლება არის ერთ-ერთი პუნქტი, იმ 9 პუნქტიდან, რომელსაც შესაძლოა დასჭირდეს ადგილზე ნახვა და შესწავლა. მათ აქვთ სრული მზაობა ამის, უბრალოდ მექანიზმებზეა საუბარი, როგორ შეიძლება გაკეთდეს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების თბილისში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დელეგაციის წევრთა ნაწილის ქმედებები სრულიად ამოვარდნილი იყო დიპლომატიური ელფერისგან. მისივე შეფასებით, არავის არ უნდა გაუკვირდეს, თუ რატომ არ შეხვდა აღნიშნულ პირებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
"ეს ადამიანები, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საკმაოდ უხეშად არღვევენ ან ცდილობენ დაარღვიონ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა. ყველა კომიტეტის თავმჯდომარეზე არ არის საუბარი, მაგრამ მათი ნაწილი [გვახსოვს] როგორ ჩამობრძანდნენ და დადგნენ აქ მიტინგზე, რაც იყო სრულიად ამოვარდნილი ყოველგვარი დიპლომატიური ელფერისგან და რომელსაც ვერაფრით ვერ მივიჩნევთ ჩვენ მეგობრულს ჟესტად.
„მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ეს ადამიანები გამუდმებით ცდილობდნენ მაშველი რგოლის ფუნქცია შეესრულებინათ ოპოზიციისთვის - განცხადებებით, ქმედებებით, ვიზიტებით და ა.შ. და დღეს არჩევნების შემდგომ, როდესაც მწარე მარცხი განიცადა რადიკალურმა ოპოზიციამ, არ გააჩნიათ არცერთი რეალური მტკიცებულება იმ ფარსის გასაპრავებლად თითქოს გაყალბდა არჩევნები.
„არჩევნები მაღალი დემოკრატიულობის პრინციპით ჩატარდა და ყველამ კეთილი ინებოს და მიიღოს ის შედეგები, რომელიც არის საქართველოში, მათ შორის ჩვენი მეგობარი ქვეყნის პარლამენტის წევრებმა, რომელთა საქციელიც ანტიქართულია დღეს.
„ნამდვილად არ უნდა გაუკვირდეს არავის, არცერთ მათგანს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მათ უარი გაუცხადა შეხვედრაზე. ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა გერმანიის პოლიტიკური ელიტა, საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჩაბრძანდეს იქ და მმართველი კოალიციის წინააღმდეგ მოწყობილ აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! - ეს ისეთი ქმედებაა, რომელიც პასუხს აუცილებლად მოითხოვს," - აცხადებს დავით მათიკაშვილი
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეს ადამიანები ნათელია საქართველოში რატომ და რისთვისაც იმყოფებიან. მისი აზრით, ის დირექტივები, რომელიც დასავლეთიდან მოდიოდა და რისი იმედიც ჰქონდათ რეალურად არ შესრულდა, შესაბამისად, ახლა იძულებულები არიან სიტუაციას ადგილზევე გაეცვნენ. მაგრამ რეალობა მითუფრო მწარე იქნება, როც დაინახავენ, რომ თბილისის ქუჩებში სიმშვიდეა და „სახალხო მღელვარება“ არ არსებობს.
„არაფერია გამორიცხული, რომ ეს ხალხი ოპოზიციისთვის კონკრეტული დირეტქივების მისაცემად იყვნენ ჩამოსულები. ის რაც თუნდაც გერმანიის საელჩოდან იყო მოწოდებული პირდაპირ რადიკალური ქმედებებისკენ, მართლა სამარცხვინოა.
„ამიტომ ამ ხალხის ვიზიტს არაფერი ქმედითი დანიშნულება არა ქვს და რიგითი ქართველისთვის არაფრის შეცვლა არ მოხდება. უბრალოდ ეს არის მხარდასაჭერი აქცია, რომლიც ამ მცირერიცხოვან საპროტესტო მუხტს კიდევ უფრო გაგრძელებას გულისხმობს. ასევე, ალბათ ადგილზევე უნდათ გაეცვნენ სიტუაციას და ნახავენ, რომ აქ არც მასობრივი აქციები მიდის, არც გაბრაზებული ხალხია და არც ვინმე ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა.
„ევროპა არის ორად გაყოფილი. საქართველოს საკითხის განხილვა ვითომ დროში ვერ მოასწრეს, სასაცილოა, რადგან დაინახეს, რომ იქ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა არ არის მათი მხარდამჭერი.
„ამიტომ ეხლა ეს დესანტი გამოგზავნეს, რომილთაც არაფრის შეცვლა არ შეუძლია. ეს არის ცირკი, რომელიც უბრალოდ გასტროლეზე არიან ჩამოსულები. ამიტომ ადრე თუ გვიან ამ 8 ადამიანსაც და დანარჩენ ევროპარლამენტარებსაც მოუწევთ იმის აღარება, რომ მათ ოპოზიცია ატყუებდა. მათ არანაირი 60%-იანი მხარდაჭერა არ გააჩნიათ. შესაბამისად, მიიღეს იმ რაოდენობის ხმები რა მხარდაჭერაც ხალხში აქვთ“,-ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ არ შეხვედრილიყვნენ ამ ადამიანებს, ძალიან სწორია, რადგან ნებისმიერ ქვეყანაში, ოპოზიციის მხარდასაჭერად ჩასულ პოლიტიკოსებს ქვეყნიდან გააძევებდნენ, ან არ შეუშვებდნენ. ისინი ღიად და დაუფარავად საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას აპირებენ. ამიტომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება სწორედაც, რომ ვალდებულია ასეთ ხალხს გასცეს ისეთი პასუხი, როგორიც მათ ეკადრებათ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



