
ოპოზიციის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საგარეო ფრონტია და ქვეყნის პარტნიორების საქმის კურში მაქსიმალრად ჩაყენება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ამ მოტივით ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირის ელჩს შეხვდნენ. ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ლდერებმა გააკეთეს განცხადება, რა უთხრეს ევროკავშირის ელჩს და რა მოლოდინი აქვთ ევროკავშირის მხრიდან.
პაველ ჰერჩინსკისთან აუდიენცია „ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ და "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თინა ბოკუჩავამ გამართეს. შეხვედრის თემა არჩევნებს და ოპოზიციის ხედვას უკავშირდებოდა, თუ როგორ აპირებენ ხელისუფლების ოპონენტები მოქმედებას.
შეხვედრა ინფორმატიული და სასარგებლო იყო - ასე შეაფსა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრა ბადრი ჯაფარიძემ. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ევროკავშირი საქართველოში შექმნილ ვითარებულ აქტიურად განიხილავს, საუბარია მიტაცებულ არჩევნებზე, რომლის მტკიცებულებებიც ოპოზიციას უკვე აქვს და მას ელჩის მეშვეობით ბრიუსელში გააგზავნიან.
ბადრი ჯაფარიძე ასევე მიუკერძოებელი გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, ქურდი საკუთარ დანაშაულს არასდროს გამოიძიებს, ამიტომ მნიშვნელოვანია საქმეში ისეთი მისია ჩაერთოს, რომელიც "ოცნებისგან" დამოუკიდებელი იქნება.
„ეს ანგარიში 4 კოალიციის ჩართულობით მომზადებული და შეჯერებულია, რომელიც სისტემურ დარღვევებს და მათ აღწერას მოიცავს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ეგიდით აქ მისია იყოს მოვლენილი, რომელიც პირუთვნელად შეაფასებს ამ დარღვევებს, რომელიც მოხდა, შეაფასებს პროცესს, რამდენად შეესაბამება იმ ვალდებულებას, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით იყო აღებული, საერთოდ, არც კი უზრუნია „ქართულ ოცნებას“ ეს ვალდებულება შესრულებულიყო და არჩევნების პროცესი მთლიანად მიიტაცა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ევროკავშირის შესაბამისი მისია იყოს მოვლენილი, რომელიც ამ არჩევნებს, მომხდარ უმსგავსობებს შეაფასებს, რომელიც ყველამ ვიხილეთ და ეს შეფასება გადამწყვეტი იქნება შემდეგი ნაბიჯებისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ დამოუკიდებელ გამოძიებაზე, ქურდი არასდროს გამოიძიებს თავის დანაშაულს, ამიტომ ჩვენ ვითანამშრომლებთ იმ მისიასთან, რომელიც დამოუკიდებელი იქნება და „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადი არ იქნება,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.
მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ევროპელი კოლეგების განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით გაცილებით დიდ ამოცანას და დიდ მიზანს ემსახურება. მათი მიზანია, როგორმე ხელისუფლებაში მოვიდეს ის ხალხი, რომელიც ცალ ფეხზეც დადგება, ქედსაც მოიხრის და, თუ საჭირო გახდა, ამ საომარ პროცესებშიც ჩაერთვება.
"გაერთიანდა ოპოზიცია და იმ პლატფორმაზე დადგა, რომლისთვისაც საქართველოში სტაბილურობის თემა არის მიუღებელი, ვინაიდან ეს გაცილებით დიდ ამოცანას და დიდ მიზანს ემსახურება - როგორმე ხელისუფლება შეიცვალოს იმ ხელისუფლებით, რომელიც ცალ ფეხზეც დადგება, ქედსაც მოიხრის და თუ საჭირო გახდა, ამ საომარ პროცესებშიც ჩაერთვება. ეს პოლიტიკას უკავშირდება და არანაირად არ არის ჩვენთვის მისაღები ის, რომ ეროვნული ინტერესისა და ეროვნული სტაბილურობის საკითხი ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით იყოს დაშვებული, ეს პირდაპირ უპირისპირდება არამარტო ჩვენს თვითმყოფადობას, არამედ იმ სტაბილურობას, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში მივაღწიეთ. კანონი გამჭვირვალობის შესახებ სწორედ ის არის, რაც საფრანგეთმა მიიღო ახლახან და შეუდარებლად მკაცრია," - აცხადებს გია ვოლსკი.
როგორც ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან“ ამბობს, ის, რაც დასავლეთს საქართველოში უნდოდა, არ გამოუვიდა. ამიტომ ის for.ge-სთან ფიქრობს, რომ ბოლომდე ცდილობენ ის დახარჯული ფული, რომლიც ამ ოპოზიციას და ენჯეო სექტორს მისცეს, წყალში ჩაყრილი არ იყოს და როგორმე საქართველოში ხელისუფლების ცვლილება შეძლონ.
„რა თქმა უნდა, დასავლეთი ბოლომდე ცდილობს დახარჯული ფულის მერე რაღაცა შედეგი ნახოს. გვარამიას, ლომჯარიას, გიგაურს, და მის დამქაშებს იმდენი ფული აძლიეს, მათზე იმხელა იმედებს ამყარებდნენ, რომ ეხლა ეს ერთი ხელის მოსმით წაგებას ვერ აღიარებენ. ამიტომ აქ ჩვენს ოპოზიციას აიძულებენ, რომ ეხლა აქციებზე გავიდნენ, კარვები გაშალონ და ა.შ. თორემ დარწმუნებული იყავით, გვარამიას, ხაზარაძეს, ხოშტარიას, ჯაფარიძეს და სხვებს, სულაც არ უნდათ ამ სიცივეში კარავში კოტრიალი. რომელი ქუჩის აქციების მოწმყობები ეგენი არიან, საქმე -საქმეზე რომ მიდგება გარბიან და ხალხს სპეცრაზმს საცემლად ტოვებენ.
ამიტომ ეხლეა ამათ თავიაანთ პატრონები უბრძანებენ, რომ გავიდნენ და დახარჯული ფულის სანაცვლდო რაღაცა გააკეთონ. დასავლეთს პარალელურად საქართველოსთან სავაჭრო დახლი აქვს გაშლილი და დაიწყო ხელისუფლებასთან ვაჭრობა. იქნებ როგორმე ეს „გამჭვირალობის“ და ელგებეტე კანონი გაატანინონ. „ოცნებას“ ქართველი ხალხისგან აქვს ლეგიტიმაცია, შესაბამისად, დასავლეთიც ნებას იბოძებს და რომ დაინახავს ამ მომაკვდავებს ხალხი არსადაც არ მიჰყვება, ისე კარგად აღიარებენ, როგორც დაგიბარებიათ. ილოდონ, რაც არ მოხდება და რასაც ქართველი ხალხი არ დაუშებს, იმაზე ტყუილად ილოდებიან. დადიან გზა-კვალ აერულები. ერთი ქელეხის კაცი ვერ შეკრიბეს ამ არჩესვნების მერე და რა ხალხის პროტესტზე საუბრობენ რა სანტერესოა“, - ამბობს გვენეტაძე.
მისივე თქმით, დასავლეთშიც კარგად იციან, რომ 300 ათასი ხმის გაყალბება წარმოუდგენელია, როცა მათი დამკვირვებლების ჯარი იყო საქართველოში ჩამოსული. ასევე ოპოზიციას ყველ უბანზე საკუთარი დამკვირვებელბი ჰყავდა, ამიტომ იძულებულები გახდებიან ამ აბსურდს მორჩნენ და აღიარონ ქართველი ხალხის ნება.
„რასაც ვადევნებ თავლს, ამათ სერიოზული გაყალბების მტკიცებულებბეი ჯერ არ წარმოუდგენიათ. პროკურატურაში იბარებენ, ჯერ უკადრისობენ, მერე მიდიან და ყურმოკრულ რაღაცეებს ლაპარაკობენ. ეს სერიოზულია? ამათ უნდა დაუჯეროს ევროპამ? რა მტკიცებულებბეი აქვთ, პროკურატურაში ისიც ვერ წარუდგენიათ. ამიტომ მაგათი არავის არაფერი არ სჯერა. ივლიან, მაგრამ ბოლოს მაინც პარლამენტში შევლენ. ამერიკის არჩევნებიც ბევრ რამეს შეცვლის. დასავლეთშიც ბევრი რამის გადაფასება და ცვლილება მოხდება. რაც დაემართა შოლცს, მანამდე მაჯრონს ყველამ კარგად ციის. ჯერ სად არის, ევროპის გამოღვიძებაც მოხდება“,-ამბობს გვენეტაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



