რეზონანსი
(30.10.2024)

ცნობილი ბლოგერი და მოდელი კრისტინა რეი რუსეთის ქალაქ სოჭში გარდაცვლილი იპოვეს. ის ერთი თვის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

35 წლის შიშველი მოდელის ცხედარი საკანალიზაციო მილში იპოვეს. როგორ მოხვდა იქ ცხედარი დაუდგენელია.

კრისტინა რეი 10 წლის წინ, დიდი ტუჩების წყალობით გახდა ცნობილი. ტუჩების მოდიფიკაციის წყალობით, ის გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა. ამისთვის მას ტუჩებში 100 ინიექციის გაკეთება მოუწია.

2019 წლის მაისში, რეიმ გამოაცხადა, რომ ტუჩებიდან ინიექცია ამოიტუმბა და ბუნებრივ ზომებს დაუბრუნა. მისი განცხადებით, სხეულის მოდიფიცირება თვითრეკლამირებისთვის სჭირდებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში მას ეს არ სიამოვნებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე