
თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს, რომ ეს არჩევნები ნამდვილად თაღლითური იყო და ქართველი ხალხის ნებას არ ასახავდა, მათ ამის შესახებ ნათელი განცხადება უნდა გააკეთონ, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია ნათქვამი. საქართველოში ჩატარებულ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება ეხმაურება, რომლებიც დაღვევების შესახებ ამახვილებენ ყურადღებას.
ჰელსკინის კომისია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
„პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ამ შაბათ-კვირის საქართველოს არჩევნების კანონებთან დაკავშირებიღ სერიოზული წუხილები გააჟღერა . როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების დღეს, სანდო ცნობები იყო და ამომრჩევლებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინების და შევიწროების, და ამომრჩეველთა კონფიდენციალურობის დარღვევის შესახებ.
თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს, რომ ეს არჩევნები ნამდვილად თაღლითური იყო და ქართველი ხალხის ნებას არ ასახავდა, მათ ამის შესახებ ნათელი განცხადება უნდა გააკეთონ", - ნათქვამია განცხადებაში.
საუბარია, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ტოტალური გაყალბება" იყო, შესაბამისად, პრეზიდენტი არჩევნებს არ აღიარებს. მისი აზრით, ამ არჩევნების აღიარება „რუსეთის შემოსვლის აღიარებაა". ამასთან, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ არჩევნებზე ტექნოლოგია იქნა გამოყენებული იმისათვის, რათა „ გაყალბება გაეთეთრებინა".
აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში ისინი საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს მოუწოდებენ, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს დარღვევები უნდა დაზუსტდეს და აღმოიფხვრას, რაც აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად.
„შაბათს საქართველოს მოქლაქეებმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს.
ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებოდა მოვლენებს საპარლამენტო არჩევნებამდე. გასული თვეების განმავლობაში საქართველოს მოსახელეობამ დემოკრატიული ღირებულებებისადმი და მათი ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მიმართ ერთგულება აჩვენა.
არჩევნებამდე საერთაშორისო სადამკვირებლო მისიის, რომელსაც ეუთოს დემოკრატიული ინტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ხელმძღვანელობადა, ოფისის წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების მიხედვით, „არჩევნების დღე ზოგადად პროცედურული თვალსაზრისით კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა, მაგრამ ხასიათდებოდა დაძაბულობით, ხმის მიცემის ფარულობის ხშირი კომპრომეტირებითა და პროცედურების არათანმიმდევრულად დაცვის რამდენიმე შემთხვევით, და ასევე ამომღცეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შეტყობინებებით, რაც უარყოფითად აისახებოდა პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე.
ცნობები ამომრჩეველთა, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულთა, ზეწოლის შესახებ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში არ შემცირებულა. აღნიშნულმა, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ინტენსიურ აღრიცხვასთან ერთად შეშფოთება გამოიწვია ზოგიერთი ამომრჩევლის გამო, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ ხმის მიცემას დასჯის შიშის გარეშე".
უფრო მეტიც, არჩევნებზე დამკვირვებელებმა უთანასწორო საასპარეზო პირობები აღნიშნეს, განხეთქილების გამაღრმავებელი კამპანია პოლარიზებულ ატმოსფეროში და განსაკუთრებული შეშფოთება ამ საარჩევნო პროცესზე ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების ზეგავლენის გამო.
მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და შესაბამის სხვა ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დაღვევები და ბრალდებები. ეს დარღვევები უნდა დაზუსტდეს და აღმოიფხვრას. ეს აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად.
ევროკავშირი ელოდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს.
კონსტრუქციული და ინკულზიური დიალოგი პოლტიკური სპექტრის მასშტაბით ახლა უმთავრესია. ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესატყვისად.
ამ კონტექსტში, ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი კანონმდებლობამ რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, უნდა გაუქმდეს", - წერია განცხადებაში.
საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც აკეთებს. მისი განცხადებით, ისინი გმობენ საერთაშორისო ნორმების ყველა დარვევას და უერთდებიან საერთაშორისო დამკვირებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.
„საქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყანის სიძლიერის წყარო, ხოლო გუშინდელი აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიისადმი. თუმცა, 2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით, რამაც ხელი შეუშალა თანასწორი პირობების შექმნას და შეარყია საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, ჩვენ ავღნიშნავთ ცნობებს დარღვევებისა და ცალკეული ძალადობის შესახებ. საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ცატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევევის სრულყოფილი გამძიება", - აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.
ასევე, ბლინკენი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას და საქართველო ევროატლანტიკური მომავლისკენ წაიყვანონ.
„ქართველმა ხალხმა გუშინ დემოკრატია მიიღო. ახლა საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, აღმოფხვრან ხარვეზები საარჩევნო პროცესში და საქართველო ევროატლანტიკური მომავლისკენ წაიყვანონ", - წერს ბლინკენი „ტვიტერზე".
ამასთან, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშები შემაშფოთებელი და იმეცგაცრუებულია".
„ეს მოჰყვება წინასაარჩევნო პერიოდს, რომელიც დააზიანა ეგრეთ წოდებულმა „გამჭვირვალობისა და უცხოური გავლენის შესახებ კანონის" ამოქმედებამ, რომელიც ანადგურებს გაერთიანებას და გამოხატვის თავისუფლებას. მმართველი პარტიის მნიშვნელოვანი ფიგურების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორების მუქარასთან ერთად, ამ ქმედებებმა დიდი ჩრდილი მიაყენა საქართველოს დემოკრატიულ პროცესს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ბენ კარდინი ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული უკუსვლა საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში მისწრაფებებს.
„საქართველოს ევროპელმა და ამერიკელმა მეგობრებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ დემოკრატიული უკუსვლა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მისწრაფებებს ისეთ დასავლურ ინსტიტუტებში ღრმა ინტეგრაციისკენ, როგორიცაა ევროკავშირი და ნატო - მისწრაფებები, რომელებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ. გავაგრძელებ პოსტსაარჩევნო გარემოს მჭიდრო მონიტორინგს და ბაიდენ-ჰარისის ადმიანისტრაციასთან მუშაობას, რათა განისაზღვროს შესაბამისი რეაგირება აშშ-საქართველოს ურთიერთობაში", - აღნიშნულია ბენ კარდინის განცხადებაში.
საქართველოს არჩევნებს ევროკავშირის ცალკეული ქვეყნებიც ეხმაურებიან.
ის, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ვნახეთ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან კი არ აახლოვებს, არამედ აშორრებს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და ქართულმა ოპოზიციამ არჩევნების კეთილსინდისიერება ეჭვქვეშ დააყენეს. არაერთი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს საარჩევნო პროცედურების დარღვევას და მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უპრეცედენტო მასშტაბს, ძირს უთხრის პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპს და თავად არჩევნების შედეგებს.
ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და ქართველი ხალხი იმსახურებს მიაღწიოს მიზნებს და ოცნებებს - უზრუნველყოს თავისი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი.
სამწუხაროდ, ის, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ვნახეთ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსან კი არ აახლოებს, არამედ აშორებს მათ.
პოლონეთი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხის თავისუფალი ნების მხადაჭერას. გვახსოვს, რომ საქართველო წარსულში იყო რეფორმების პროცესის ლიდერი და ვიმედოვნებთ, რომ ის კვლავ დაბრუნება ამ გზაზე", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დასკვნების გამო".
უწყება ხაზს უსვამს, რომ არჩევნები ჩატარდა გამოხატული პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში, პოლიტიკურ ძალასა და ოპოზიციას შორის დაძაბულობის ფონზე.
„ამავდროულად, განსაკუთრებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მისასალმებელია ქართველი ხალხის დიდი ინტერესი ამ არჩევნების მიმართ - როგორც მაღალი აქტივობა, ასევე ქართული საზოგადოების ინტერესი მათი პროგრესისა და შედეგის მიმართ.
„ლატვია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყონებლივ მიიღოს ყველა ზომა, რათა გამოიძიოს გამოვლენილი დარღვევები და უზრუნვეყოს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ და მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვა. საქართველოს მთავრობამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა პატივი უნდა სცენ საქართველოს მოქლაქეების უფლებას გამოხატონ თავიანთი აზრი ყველა დემოკრატიული პრინციპის შესაბამისად ჩატარებულ არჩევნებზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
ქართველ ხალხს ევროპული ოცნება აქვს, არავის აქვს უფლება დაშინების და მანიპულაციის მეშვეობით ამ ოცნების მოპარვის უფლება, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩსი „ტვიტერზე" წერს.
„ქართველ ხალხს ევროპული ოცნება აქვს, არავის აქვს დაშინებისა და მანიპულაციის მეშვეობით ამ ოცნების მოპარვის უფლება. სრული სოლიდარობა ქართველ ხალხისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ", - წერს რინკევიჩსი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს, სადაც ხაზგასმულია, რომსაქართველოს ევროკავშირში გაწევირიანების პროცესი უკვე შეჩერებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მეტად საკამათო კანონმდებლობის მიღების გამო.
„საქართველო საპარლამენტო არჩევნებში მომხადრი დარღვევები კიდევ უფრო ართულებს ამ გზას. შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მმართველ პარტიას და მის ლიდერებს. გვჯერა, რომ საქართველოსთან ევროკავშირის პოლიტიკური კონტაქტები შეჩერებული დაღცება და საქართველოს მთავრობის ფინანსური დახმარება კი - გაყინული. უფრო მეტიც, შეფერხების გარეშე უნდა იქნას განხილური დამატებითი შემაკავებელი ზომები არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



