რეზონანსი
(25.10.2024)

გია ბურ­ჯა­ნა­ძემ მეხუთე ოპრაცია გაიკეთა და მესამე დღეა, რაც თურ­ქე­თი­დან დაბ­რუნ­და. მსახიობს ოპე­რა­ცია 8 ოქ­ტომ­ბერს ჩა­უ­ტარ­და. იგი და­ახ­ლო­ე­ბით 2 წელია მძმე სენს ებრძვის.

"ექი­მებ­მა კი მი­თხრეს, უნდა გა­მოგ­ვყვე, მოთ­მი­ნე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნოო. რო­გორც ადრე, ისე ვე­ღარ იცხოვ­რებ, მაგ­რამ საქ­მეს გა­ა­კე­თებ და ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბიო. კი, საქ­მეს გა­ვა­კე­თებ და ახლა 2 ნო­ემ­ბერს სპექ­ტაკ­ლი მაქვს სა­თა­მა­შო "მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ში". ამის­თვის ვემ­ზა­დე­ბი, რომ "გავ­ქა­ჩო"...

მერე ისევ ქი­მია და ასე, რო­გორც არის ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბის ცხოვ­რე­ბა. გა­და­მოწ­მე­ბა, მკურ­ნა­ლო­ბა, რომ სტა­ბი­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნო. თურ­ქეთ­ში ექი­მებ­მაც მი­თხრეს, რომ ნუ გგო­ნია, სა­ბო­ლო­ოდ გა­ნი­კურ­ნე­ბიო. ასე­თი რამ არ ხდე­ბა. შე­გიძ­ლია და­ა­ვა­დე­ბა რე­მი­სი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნო, მაგ­რამ მა­ინც სულ მკურ­ნა­ლო­ბის, გა­მოკ­ვლე­ვა-დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ უნდა იყოო. მა­შინ როცა ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ექი­მებ­თან ჩემი ფე­ხით არას­დროს მივ­სულ­ვარ, ახლა მივ­ყვე­ბი მათ რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

მირ­ჩე­ვენ მშვი­დად ვიყო, მაგ­რამ ნერ­ვი­უ­ლო­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ გა­მო­დის - 63 წელი სხვა­ნა­ი­რად ვი­ცხოვ­რე. პირ­ველ ად­გილ­ზე იყო ჩემი ქვე­ყა­ნა, ჩემი ოჯა­ხი და ჩემი საქ­მე. ახლა როცა ქვე­ყა­ნა­ში პრობ­ლე­მე­ბია, ამას გან­ვიც­დი, ამის გულ­თან არ მი­ი­ტა­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მა­შინ ნა­ჭუჭ­ში უნდა ვი­ცხოვ­რო, ლო­კო­კი­ნა კი­დევ ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვარ, კაცი ვარ და ქარ­თვე­ლი ვარ! მტკი­ვა ჩემი ქვე­ყა­ნა და მის მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ. ჩემ­ზე კი არ ვფიქ­რობ, მე დღეს ვარ ხვალ შე­იძ­ლე­ბა არ ვიყო..." - განუცხადა "ამბებს" გია ბურჯანაძემ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე