რეზონანსი
(20.10.2024)

14 ოქტომბერს, გურჯაანში მომხდარი ავტოკატასტროფის დროს დაღუპული ელენე მეგრელიშვილი დღეს დაკრძალეს. ელენეს დედა ნინო ერემაშვილი სოციალურ ქსელში შვილის ფოტოს აქვეყნებს, მინაწერით - „გაფრინდა მარადისობაში"
ავარია გურჯაანის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ადგილზე გარდაიცვალა ელენე მეგრელიშვილი, ხოლო მისი მეგობარი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე




