რეზონანსი
(14.10.2024)

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ცნობით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
შემთხვევის დროს ავტომობილში მყოფი ორი მამაკაცი დაიღუპა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილიტ მიმდინარეობს.
ინფო რუსთავი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



