რეზონანსი
(09.10.2024)

მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და პროდიუსერი, ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე ცოტა ხნის წინ, მეორე ქალიშვილის მშობლები გახდნენ, რომელსაც ლილი დაარქვეს. ახლახან, ჯანეტმა გამომწერებს სახელის შერჩევის საკმაოდ უჩვეულო ისტორია გაუზიარა:

„მშობიარობამდე 1 კვირით ადრე, წირვის შემდეგ, ეკლესიის ეზოში მოირბინა ჩემთან გოგონამ, რომელიც მანამდე არასდროს მინახავს.. შემომხედა და მკითხა: „მუცელში პატარა გყავს? და რა უნდა დაარქვათ?“ - ჯერ არ მოგვიფიქრებია, ვუპასუხე...

უეცრად გოგონა მეუბნება - „და ლილი რომ დარქვათ, არ გინდათ?“

ეს ჩემთვის, თითქოს, ნიშანი იყო, რადგან ნოეს დედიკოს ლილი ერქვა და ეს სახელი ყოველთვის მომწონდა..." - დაწერა ჯანეტ ქერდიყოშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე