რეზონანსი
(06.10.2024)

ქუთაისში, 54 წლის ნატო მელიქიშვილი პირველი შვილის დედა გახდა. პატარა მარიამი 1-ელ ოქტომბერს, საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში კლინიკა „ბომონდი“ ავრცელებს.

„იშვიათი შემთხვევის ბედნიერი დასასრული – პრინცესა მარიამ გრძელიძე, საკეისრო კვეთის გზით კლინიკა ბომონდში 1 ოქტომბერს დაიბადა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე