
„ოცნება", აშშ-ს საელჩოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს, კონკრეტულად კი საქმე ეხება ბანერის სახით გამოქვეყნებულ იმ სტატუსს, სადაც დატანილია, რომ „იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება". ბოლო დღეებში, საელჩო სოციალურ ქსელის მეშვეობით ხშირად აკეთებს განცხადებებს და აფასებს როგორც „ქართულ ოცნების" ისე პარტიის საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს. თვალსაჩინოებისთვის განცხადებას თან ერთვის რუკა, ან დიაგრამა.
„არ მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლებას - კონკტრეტულად, ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის ყველა ხიდები დამწვარია. მიუხედავად იმ განცხადებებისა, რაც ვაშინგტონიდან ისმის, ნამდვილად არ მგონია, რომ ეს ასე იყოს. მართალია ურთიერთობები სერიოზულად გაციებულია, მაგრამ გარკვეული არხები არსებობს",- ამბობს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ იმ განცხადებას აზიარებს „ფეისბუქზე", სადაც აღნიშნულია: „იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება".
მდინარაძე მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, მოუწოდოს რაჟდენ კუპრაშვილს, რომ არ მიანიჭოს აშშ-ის საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი.
„ეს აშშ-ის საელჩოს ახალი განცხადებაა.მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს, მოუწოდოს რაჟდენ კუპრაშვილს, არ მიანიჭოს აშშ-ის საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი!" - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
კიდევ ერთი საკითხი, რაზედაც აშშ-ს საელო გამოეხმაურა იყო ის, რომ 2 ოქტომბერს, ტელეკომპანია "ფორმულამ" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.
ტელეკომპანიისვე ცნობით, ბანკებმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს ანგარიშების ნაწილზე წვდომა "საერთოდ შეუჩერეს", ზოგ შემთხვევაში კი - "შეზღუდული საფინანსო რესურსით ოპერირების რეჟიმში გადაიყვანეს". "აღნიშნული ზომა კი ე.წ. პრესანქციური - წინა სასანქციო რეჟიმიდან გამომდინარეობს".
აღნიშნულს თბილისში აშშ-ს საელჩოდან უპასუხეს, რომ აშშ-ს ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციები არ დაუწესებია.
"ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას", - მისწერეს "რადიო თავისუფლებას" საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოდან.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე აღნიშნავს,"ამერიკის ხმის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ივანიშვილი აშშ-ს მთავრობამ ფაქტიურად სანქცირების კანდიდატად დააყენა, ბანკები კი პრევენციულ ზომებს იღებენ და არ უყურებენ მოცემული მომენტისთვის არის თუ არა სანქცირებულთა სიაში.
"აშშ-ის მთავრობამ ფაქტობრივად ის დააყენა სანქცირების კანდიდატად, რაც "ამერიკის ხმით" გაჟღერდა. ეს უკვე არის სიგნალი კომერციული ბანკებისათვის. ბანკები ამას არ უყურებენ ამ მომენტში არის თუ არა ის სანქცირებულთა სიაში, ვინაიდან შეიძლება ის იყოს პირი, რომელთანაც ურთიერთობა შეიძლება ძვირად დაუჯდეს ბანკებს. ამიტომ, ბანკები ასეთ შემთხვევაში პრევენციულ ზომებს იღებენ.
„რას ნიშნავს ეს - უზღუდავენ მსხვილ ტრანზაქციებს, ვერ იყიდიან ქონებას, დიდ გადარიცხვებს ვერ გააკეთებენ. არ უზღუდავენ პირადი საჭიროებისათვის ხარჯებს. მაგალითად, რუსი ოლიგარქებიც კი, რომლებიც ლონდონში ცხოვრობენ, მათ თვეში 50 000 ფუნტის დახარჯვის უფლება აქვთ საწვავზე, საჭმელზე, სასმელზე და ერთ ერთი ჩიოდა, რომ არ მყოფნის რომ დამლაგებელს ფული გადავუხადოო...ანუ არსებობს, ასე ვთქვათ, ნაწილობრივი სანქციის რეჟიმი - პრესანქციური",- აცხადებს რომან გოცირიძე.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აშშ-სა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის დაპირისპირება იქამდე გაგრძელდება, სანამ „აშშ საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევას არ შეწყვეტს".
„დაპირისპირება გაგრძელდება იქამდე, ვიდრე აშშ-ს საელჩო და შეერთებული შტატები საქართველოს საარჩევნო პროცესებში და შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევას არ შეწყვეტს. შეგიძლიათ გამახსენოთ რომელიმე ქვეყანა, სადაც საპრეზიდენტო, საპარლამენტო, ან სხვა ტიპის არჩევნები ტარდებოდეს და იქ მყოფი უცხო ქვეყნის საელჩო ასეთი ბანერებით და განცხადებებით გამოდიოდეს, რომლის შინაარსისა და პათოსის გამოცნობა ნებისმიერი განათლების ცენზის მქონე ადამიანს მარტივად შეუძლია?!
„აქ სახეზე აშკარად საქართველოს საარჩევნო პროცესებში სულ უფრო მზარდი ჩარევა გვაქვს. როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ ის ჩარევები, რაც ადრე იყო, საკმარისი არაა და არჩევნების დღის მოახლოებასთან დაკავშირებით, ეს ზეწოლა-ჩარევა გააძლიერეს. ამ შემთხვევაში, მამუკა მდინარაძეს დავეთანხმებოდი, რადგან საკუთარი თავი მართლაც რომ საარჩევნო ინტერესის მქონე სუბიექტად წარმოაჩინეს.
„ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებას შეუმჩნეველი არ რჩება და არ არის გამორიცხული, რომ ასეთი ღია ჩარევის საპასუხოდ, აშშ-ს საელჩომ ქართული საზოგადოებისგან ის რეაქცია არ მიიღოს რასაც ელოდება. საზოგადოება ასეთ ღია ჩარევებს ხვდება, თუნდაც ასე მეგობრად და პარტნიორად აღიარებული ქვეყნის მხრიდან და თანაც ისე, რომ მისი ნარატივები აშკარად ემთხვევა ერთი პოლიტიკური მხარის დღის წესრიგს",-განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსმა ისაუბრა „ფრმულას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ, საელჩომ კი განაცხადა,რომ ბიძინა ივანიშვილი არ დაუსანქცირებიათ.
„ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო მანიპულაციები ოპიზიციური ტელეარხებისა და ზოგადად ოპოზიციის მომსახურე მედიასაშუალებების მხრიდან. სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი თითქოსდა ნეიტრალურობასა და ობიექტიურიბაზე პრეტენზიიის მქონე მედიასაშუალებაც ამ სიაში ჩაეწერა. ასეთი ინფორმაციული შემოგდებებით, რომ ზეგავლენა მოახდინონ, უპირველეს ყოვლისა, „ქართული ოცნების" ამომრჩეველზე. მათში გააჩინონ ეჭვი და შიში იმისა, რომ მათმა პარტიამ შეიძლება არჩევნებში ვერ გაიმარჯვოს.
„ესაა ხალხის ნებაზე ზემოქმედება იმისათვის, რომ მათთვის სასურველი საარჩევნო შედეგი დააყენონ",- განაცხადა ანჯაფარიძემ.
კითხვაზე, სადამდე შეიძლება მივიდეს აშშ-სა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის ურთიერთობები, ანჯაფარიძემ გვითხრა:
„არ მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლებას - კონკტრეტულად, ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის ყველა ხიდები დამწვარია. მიუხედავად იმ განცხადებებისა, რაც ვაშინგტონიდან ისმის, ნამდვილად არ მგონია, რომ ეს ასე იყოს.
„კი, მართალია ურთიერთობები სერიოზულად გაციებულია, მაგრამ ურთიერთობის გარკვეული არხები არსებობს და თქვენ წარმოიდგინეთ, არც აშშ-ის ინტერესებში შედის ხიდების დაწვა, საქართველოს ხელისუფლების ინტერესებში მით უმეტეს - აშშ ძლიერი ქვეყანაა, ჩვენ ქვეყანაში სიტუაციაზე ზემოემქდების ბევრი ბერკეტი აქვს, მათ შორის ფინანსურ-ეკონომიკური.
„ეს პოლიტიკური კატა-თაგვობანას თამაში, შერიძლება არჩევნებამდე გაგრძელდეს, მის შემდეგაც გარკვეული პერიოდი, ვიდრე აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება და შემდეგ უკვე მხარეები ყველა თავისთვის გააცნობიერებს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. თუ „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში კიდევ ერთი ვადით დარჩა, მემგონი ამერიკელებს მოუწევთ, რომ მას ელეპარაკონ, როგორც ხალხის არჩეულ მთავრობას.
„მივაქციოთ ყურადღება შარლ მიშელმა რა თქვა, მართალია ევროპული საბჭოს წარმავალმა პრეზიდენტმა, მაგრამ თქვა, რომ მთავარია რა არჩევანს გააკეთებს ქართველი ხალხი. მან ამით მათ შორის სალომე ზურაბიშვილსაც აგრძნობინა, რომ ევროპა ამ არჩევანით როგორც არ უნდა უკმაყოფილო იყოს, საბოლოოდ ამას მიიღებს, სხვა გზა უბრალოდ არ აქვს.
„მაშინ საერთოდ უნდა გაწყვიტოს ყველა ურთიერთობა, ეს კი რეგიონის უსაფრთხოებასა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთიობების კუთხით, ყველასთვის ნათელია რას მოაწავებს, ეს მხოლოდ რუსეთის წისქვილზე და მის ინტერესებზე დაასხამსწყალს.
„როგორც ჩანს, მხარეებს ეს რთული პერიოდი მაინც გასავლელი აქვთ, რომ იმისდა მიხედვით თუ რა მოხდება არჩევნებზე, შემდეგ დაიწყონ ერთმანეთთან ურთიერთობების გარკვევა იმ შემთხვევაში, თუ „ოცნებამ" გაიმარჯვა, რისი დიდი შანსიც არსებობს, თუ წინასაარჩევნო პროცესებს დავაკვირდებით",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



