რეზონანსი
(30.09.2024)

თელაველი მარი, რომელიც ცნობილი "ტიკ-ტოკის" მეშვეობით გახდა, გარდაიცვალა. იგი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მარის მაშინ დაეჯახა, როდესაც იგი ფეხით გადაადგილდებოდა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე