რეზონანსი
(29.09.2024)

მთავრობამ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოდალოში მდებარე სახელმწიფო ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საკუთრებაში 1 ლარად გადასცა.
პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, ქონება 318 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგომ არასაცხოვრებელ შენობა ნაგებობას მოიცავს.
დოკუმენტის მიხედვით, საპატრიარქომ საპრივატიზაციოდ განსაზღვრული 1 ლარი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს. ქონების ეროვნულმა სააგენტომ კი ქონების გადაცემისთვის საჭირო ღონისძიბების გატარება დაევალა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



