
აეროპორტის გზატკეცილზე აფეთქება მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შდეგად ერთ-ერთ მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სასწრაფო და სახანძრო დახმარების ეკიპაჟები. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავებულების რაოდენობაზე ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.
ავტოსაგზაო შემთხვევის კადრებს სოციალურ ქსელში “ჩემი ქალაქი მკლავს” აქვეყნებს.
“თბილისი – აეროპორტის გზატკეცილზე 2 ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, ერთი მანქანა დაიწვა, დაშავებულთა მდგომარეობა უცნობია. იარეთ ფრთხილად” – წერს “ჩემი ქალაქი მკლავს”.
მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია მანქანაში მყოფი მგზავრების შესახებაც:
„ნასვამი ბიჭი შეასკდა პირდაპირ ჩემი მანქანის ბაკს, ამიტომაც ამიფეთქდა მანქანა. მეც და დედაჩემიც კარგად ვართ!“ - დაწერა კომენტარებში ნინი სახვაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



