რეზონანსი
(24.09.2024)

ლელა წურწუმია ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას ვიდეომიმართვით გამოეხმაურა.

მომღერალმა ვიდეოს დასასრულს ცრემლები ვერ შეიკავა:

„ერთხელ გადავარჩინე სიკვდილს… დაახლოებით აპრილში ხდებოდა, დამირეკა და მითხრა: „მე ვარ ძალადობის მსხვერპლი“, ძალიან გავბრაზდი და ყველანაირად ვეცადე, რომ მისთვის ეს ადამიანი მომეშორებინა. შემეხვეწა რომ პოლიციაში არ დამერეკა და რაღაც პერიოდი მოიშორა კიდეც…

როდესაც შეურიგდა მე არ მეუბნებოდა, რადგან ამბობდა: მისი მრცხვენიაო. ახლა დიდი უსამართლობის შეგრძნება მაქვს, იქნებ რომ გამეგო, რაიმე შემეცვალა. მშვიდობით, ჩემო ლამაზო კესო“, – საუბრობს ლელა ვიდეოში, სადაც ცრემლებს ვერ იკავებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე