რეზონანსი
(22.09.2024)

21 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათისთვის, ახალციხეში ავარია მოხდა. თამარაშვილის ქუჩაზე ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. თვითმხილველთა ცნობით, ერთ მანქანაში ქალი და ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მედიკოსები მუშაობდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე