რეზონანსი
(21.09.2024)

უკრაინის თავდაცვის ძალებმა კრასნოდარის მხარეში ოკუპანტების ორ სამხედრო არსენალს დაარტყეს. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური შტაბი ავრცელებს. 

როგორც ირკვევა, განადგურებულია დაახლოებით 2 000 ტონა საბრძოლო მასალა.  შეტევა დასახლება ოქტაბრსკის მახლობლად მოხდა. 

აღნიშნული არსენალი ოკუპანტების საბრძოლო მასალის სამ უმსხვილეს ბაზას შორისაა და ერთ-ერთი საკვანძოა რუსული ჯარების ლოჯისტიკურ სისტემაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე